თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

ვოლსკის თავდასხმა უმრავლესობიდან სკანდალით წასულ ერქვანიაზე: "პოლიტიკურად ანგაჟირებულია"

"ქართული ოცნების"ლიდერი უმრავლესობიდან სკანდალით წასული ალექსანდრე ერქვანიას განცხადებას "პოლიტიკურად ანგაჟირებულს" უწოდებს.

"არ მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ერქვანიას წასვლა კრიზისია, როგორც თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ. მეორე მხრივ, ყველა ადამიანს გადაწყვეტილების მიღების სრული შესაძლებლობა აქვს. მთავარი ის კომენტარია რაც მან თქვა. ბრალდებები უმრავლესობის მიმართ, რომ თითქოს ეკლესიასთან გარკვეული დაპირისპირება არსებობს, არათუ უსაფუძვლო, არამედ ვფიქრობ, პოლიტიკურად ანგაჟირებულიც არის. მისგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი"- განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. როგორც ერქვანიამ თქვა, გადაწყვეტილება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მათ შორის საპატრიარქოსა და პატრიარქის ირგვლივ აგორებულ სკანდალს უკავშირდება.

"ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა" - თქვა დეპუტატმა.

მან ღიად დაადანაშაულა "ქართული ოცნების" თაბმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მისი თქმით, "მოითხოცვა ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა. და საზოგადოებისთვის პატრიარქსი კრიტიკა მისაღები გამხდარიყო"- თქვა არქვანიამ.

მისივე თქმით, სწორედ ივანიშვილმა აირჩია მაღალ თანამდებობებზე "პატრიარქისა და ეკლესიის მოძულენი".

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა