თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

დავით ქაცარავა: ათიდან შვიდ-რვა შემთხვევაში, ოკუპანტები გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოქალაქეებს აქედან იტაცებენ...

ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც იგი ხელისუფლებას აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს საოკუპაციო ხაზიდან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების გამო.

ქაცარავა აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ კვეთენ ოკუპანტები ე.წ საზღვარს და გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„რაო, რას ამბობს ჩვენი ხელისუფლება, შეიჭრნენ ალბათ ჩვენი მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ დააკავეს ორკებმა ისინი?

იმასაც კი ვერ ან არ ადასტურებენ, რომ შაბათს მოხდა გატაცება. როგორც წესი, ათიდან შვიდ-რვა შემთხვევაში ოკუპანტები გადმოდიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქედან იტაცებენ ჩვენ მოსახლეობას.

მიყავთ მერე "ბანერთან" , ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის" აღმნიშვნელ წარწერასთან, "დასელფავენ" და მერე გააქანებენ ცხინვალში როგორც ე.წ. "საზღვრის" დამრღვევებს. რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება?

უდასტურებს ორკებს მათ ვერსიას, აბა ხომ ხვდებით, როგორი სკანდალია, როდესაც ვერ აკონტროლებ შენს "კონტროლირებად" ტერიტორიას და შენს მოქალაქეებს გახევენ ფუკასავით როცა გაუხარდებათ.

ასევეა ამ ოთხი მოქალაქის გატაცების შემთხვევაში - ისინი გაიტაცეს ჩვენი "კონტროლირებადი" ტერიტორიიდან. ჩვენი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას!

მოცემულ ვიდეოზე ჩანს, როგორ უპრობლემოდ კვეთენ ოკუპანტები მათ მიერვე დაწესებულ საოკუპაციო ხაზს და გადმოდიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე! ჩვენთან, საკუთარ მოქალაქეებთან ხართ მაგრები და სადაც საჭიროა, იქ არაფერს აკეთებთ!

თმობთ სამაჩაბლოს, გარეჯს, ხუჯაბის მონასტერი სომხეთს აჩუქეთ!“ ,- აცხადებს დავით ქაცარავა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა