თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

ხელისუფლებასთან დაახლოებულმა დაჯგუფებამ პარლამენტთან კარავი გაშალა

ბიძინა ივანიშვილთან და ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ორგანიზაცია "შევინარჩუნოთ სიცოცხლემ", პარლამენტთან, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის და დეკანოზ მამალაძის ოჯახის კარავია გაშლილი, მესამე კარავი მიიტანა და დემონსტრაციულად გაშალა.
"ჩვენ დავინახეთ კასრები რუსთაველზე, დავინახეთ 90-იანების სტილში მოწყობილი ქვეყნის მთავრი გამზირი. ჩვენთვის ეს ძალიან რთულია და ამას გავუწევთ წინააღმდეგობას. ჩვენ არ მოგვწონს კონსტიტუციის მიღმა ქმედებები, რომელსაც ისინი ახორციელებენ და მივიჩნევთ, რომ მათ უნდა გავცეთ პასუხი"- აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.

ცნობილია, რომ ორგანიზაცია, გუშინ დაფუძნდა. ორგანიზაციის წევრები ოპოზიციის წინააღმდეგ კონტრაქციებს ღიად აანონსებენ.

ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის პარლამენბტის ყოფილი წევრი დათო ლორთქიფანიძე და მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე არიან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა