თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი საფრანგეთში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება - ოჯახი კახა შუშანაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს

საფრანგეთში, მარსელის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი კახაბერ შუშანაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება - ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები საუბრობენ.

"ნიუპოსტთან" საუბრისას შვილი - თათია ამბობს, რომ მამამისს კიდურებზე სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, თუმცა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შუშანაშვილს სამედიცინო დახმარება არ უტარდება, მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება.

ოჯახი შუშანაშვილის სასწრაფოდ საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს, რადგან ფრანგი სამართალდამცავები აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირებას არ ახდენენ.

„მამაჩემი მარსელის ერთ-ერთ ციხეში უკვე ხუთი წელია და მანამდე იმყოფებოდა ესპანეთში და იგივე სიტუაციაში, ახლა არის საფრანგეთში, სადაც არ უტარდება არანაირი დახმარება, არის იზოლირებულ საკანში. ფეხზე აწუხებს თრომბი, ორივე ხელის ატროფია და ასევე ყელთანაც სიმსივნური წანაზარდი აქვს, მოკლედ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ბევრი პრობლემა არის, რაზეც არანაირი რეაგირება არ ხდება. იქაური სამართალდამცავები არ უტარებენ შესაბამის შემოწმებას. უტარდება სამედიცინო გამოკვლევები, თუმცა, საბუთებს აყალბებენ და დასკვნაში იწერება, რომ ოპერაცია არ სჭირდება. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საბუთები საფრანგეთიდან დამოწმებულია და ადვოკატებსაც აქვთ ეს ყველაფერი, როგორც აქ საქართველოში ისე საფრანგეთში. სხვა გზა არ არის და ვითხოვთ საქართველოში ექსტრადირებას, ყველანაირ საშუალებას მივმართეთ საფრანგეთში, ყველგან გავასაჩივრეთ ასევე საქართველოში საელჩოსაც მივმართეთ მაგრამ, არანაირი რეაგირება არ მოყვა ამ ყველაფერს. საფრანგეთში მე პირადად ჩავდივარ და ვნახულობ მამაჩემს, ვარ უშუალოდ მომსწრე იმ ყველაფრის თუ როგორ მდგომარეობაშია და ამ ყველაფრის ფოტოც და ვიდეომასალაც არსებობს“ - განაცხადა თათია შუშანაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა