თეგებით ძიება
10. 12. 2019 News-ები

ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ 7 დეკემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები ერგნეთში საპატრულო პოლიციას გადასცეს. ახლა ისინი გორის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან, შემდეგ კი თავის ოჯახებს დაუბრუნდებიან.

გათავისუფლებულები არიან სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, სოფელ ლამისყანას მკვიდრი გიორგი ზარიძე და სოფელ სამთავისის მკვიდრი მერაბ გამხიტაშვილი. მათთან ერთად ოკუპანტებმა დააკავეს 2005 წელს დაბადებული ავთო გამხითაშვილიც, თუმცა შემდეგ ის, როგორც არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და მათ შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ინფორმაცია მიაწოდა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა