თეგებით ძიება
11. 12. 2019 News-ები

ლარი გამყარდა - ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 12 დეკემბრის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9089 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0193-ით გამყარდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2028 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2210 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0182-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.8004 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.8319 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0315-ით გამყარდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა