თეგებით ძიება
11. 12. 2019 News-ები

"მამაკაცი აცხადებდა, რომ მას ინტენსიური სექსის გამო, სასქესო ორგანო ტკიოდა"- ქართველმა ლტოლვილებმა გერმანიაში საავადმყოფოს თანამშრომელს სცემეს, თავს დაესხნენ პოლიციასაც

ქართველმა ლტოლვილებმა გერმანიაში საავადმყოფოს თანამშრომელს სცემეს. თავს დაესხნენ პოლიციასაც. შემთხვევა ქალაქ შვერინში ჰელიოს კლინიკაში მოხდა. ინფორმაციას Recorder-ი ავრცელებს.
როგორც Recorder-ს დაწესებულებაში განუცხადეს, სამი ნასვამი ქართველი, ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი კლინიკაში გვიან ღამით, 2:45 საათზე ტაქსით მივიდნენ და სასწრაფო დახმარების ოთახში შეიჭრნენ. ისინი რეგისტრაციისას ყვირილით ითხოვნდნე სასწრაფოდ მკურნალობის დაწყებას.

ადგილზე მყოფმა უსაფრთხოების თანამშრომელმა მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელმა ქართველებმა დაცვის თანამშრომელს სახეში ურტყეს, რის შემდეგაც კიბეზე დააგორეს.

როგორც საავადმყოფოს პრეს-სპიკერმა კრისტიან ბეკერმა განაცხადა, ისინი ფაქტით შეშფოთებულები არიან. ” მსგავსი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში აქამდე არ მომხდარა,” - თქვა მან.

”ჩვენ შეშფოთებულები და შოკირებულები ვართ, იმ აგრესიული ძალადობით, რაც საავადმყოფოში დაფიქსირდა.”-დასძინა ბეკერმა.

თავის მხრივ, როგორც გერმანული მედია იტყობინება, ადგილზე პოლიცია სწრაფად მივიდა. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა თავდასხმა სამართალდამცველებზეც სცადეს, თუმცა ძალოვანებმა მათი შეკავება მოახერხეს.

პოლიციის განცხადებით, “უკიდურესად აგრესიულმა პირებმა” ძალადობრივი გზით შეაღწიეს სასწრაფო დახმარების ოთახში.
საგანგაშო ვითარების გამო კი, სხვა პაციენტების, ექიმებისა და ექთნების უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა.

ამ დროისათვის, გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებული ქართველები დაკავებულები არიან. მათ წინააღმდეგ, სხეულის დაზიანების, დანაშაულის ჩადენისა და ქონების დაზიანებისთვის გამოძიება უკვე დაყყებულია.

აღსანიშნავია, რომ როგორც გერმანული გამოცემები წერენ,ქართველების კლინიკაში მისვლის მიზეზი არაადეკვატურია:
ერთ-ერთ მამაკაცს სურდა, რომ ნარკოტიკების პრობლემების გამო, მისთვის გვიან ღამით ემკურნალათ, მეორე მამაკაცი კი აცხადებდა, რომ მას ინტენსიური სექსის გამო, სასქესო ორგანო ტკიოდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა