თეგებით ძიება
12. 12. 2019 News-ები

აუტიზმის გამო რაფაელი საერთოდ ვერ საუბრობდა, თუმცა ახლა ის 9 ენაზე ლაპარაკობს და სიმღერებსაც წერს

ბავშვის განვითარება საოცარი თავგადასავალია. ეს საკმაოდ კომპლექსური გზაა და ყოველი ეტაპი ახალი გაკვეთილია. რაფაელს აუტიზმი დაუდგინდა, რამაც მისი მშობლები ძალიან შეაშინა, თუმცა იცოდნენ, რომ საკუთარ შვილს უნდა დახმარებოდნენ. მათი ერთადერთი გზა კვლევებს ეფუძნებოდა, რათა ვაჟის აღსაზრდელად საუკეთესო გაეკეთებინათ. რაფაელს, რომელსაც საუბარიც კი არ შეეძლო შვიდი წლის ასაკში უკვე ცხრა ენაზე ლაპარაკობს. პატარა გენიოსი წერს სიმღერებს და სწავლობს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას.

რაფაელი მხოლოდ 2 წლის და 8 თვის იყო, როდესაც მოულოდნელი დიაგნოზი დაუსვეს და მას ჯერ ერთი სიტყვაც კი არ ჰქონდა ნათქვამი. ეს უჩვეულო შემთხვევა იყო და ამაზე მშობლები დარდობდნენ, ასე რომ მეგობრების რჩევით ექიმს მიმართეს და გაიგეს, რომ მათ შვილს არავერბალური აუტიზმი სჭირდა. რაფაელის მშობლებს ამის დაჯერება არ უნდოდათ და სამ ექიმს მიმართეს, თუმცა დიაგნოზი ისევ იგივე რჩებოდა. მათ იცოდნენ, რომ პირველ რიგში მათ საკუთარი შვილისთვის მხარი უნდა დაეჭირათ და ნებისმიერი ფორმით დახმარებოდნენ რაფაელს.



ბავშვმა დაიწყო თერაპიული კურსის გავლა, თუმცა თვეები გადიოდა და ის პროგრესს ვერ განიცდიდა. ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, რომ რაფაელისთვის პლანშეტის გამოყენების უფლება მიეცათ, რათა გაეგოთ დაინტერესდებოდა თუ არა ბიჭი რამით. ეს გამოწვევა იყო, რისიც მშობლებს ძალიან ეშინოდათ.

Youtube-ზე ბიჭი ვიდეოებს პორტუგალიურად უყურებდა. ერთ დღეს ვიდეო ინგლისურ ენაზე ჩაირთო. მშობლები აღნიშნავენ, რომ ეს ბედნიერი წუთი იყო, რადგან რაფაელის თვალები ბრწყინავდა. ის უსმენდა და თან უყურებდა ვიდეოს. მივხვდით, რომ რაღაც შეიცვალა. ამის შემდეგ ბიჭმა ვიდეოების სხვა ენაზე ყურება და შემდეგ უკვე მათი სწავლა დაიწყო. რაფაელს საოცარი მახსოვრობა აღმოაჩნდა. ის სიამოვნებას იღებდა სხვა ენების სწავლით. გარდა იმისა, რომ რაფაელი კარგი მახსოვრობით გამოირჩევა, გასაოცარია მისი გამოთქმაც. ის უცხო ენაზე ისეთივე აქცენტით საუბრობს, როგორც მშობლიურზე.



რაფაელი დღეს 9 ენაზე საუბრობს, მათ შორის ინგლისურად, ესპანურად, იაპონურად, იაპონურად, რუსულად, ფრანგულად და გერმანულად. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ის ჯერ ერთზე ფოკუსირდება, როცა მას დაასრულებს, შემდეგ იწყებს სხვა ენის სწავლას.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა