თეგებით ძიება
12. 12. 2019 News-ები

წესები, რომლებიც ქორწინებაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ

ძალიან ბევრი თეორია არსებობს იმისა, თუ რა ქმნის ბედნიერ ურთიერთობასა და ბედნიერ ქორწინებას.

გთავაზობთ მათ შორის საუკეთესო რჩევებს და წესებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ თუ გსურთ, რომ ქორწინება ბედნიერი და მყარი იყოს.

1. ეძებე საუკეთესო - ბედნიერი ქორწინება არ ნიშნავს შესანიშნავ მეუღლესა და სრულყოფილ თანაცხოვრებას. ბედნიერი თანაცხოვრება საყვარელი ადამიანის ნაკლოვანებების უარყოფაზეა დამოკიდებული. კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ დადებითზე და პარტნიორის კარგ მახასიათებლებზე, რომელთა გამოც შეგიყვარდათ.

2. იყავი ბედნიერი - ქორწინება არ გაგხდის ბედნიერს, შენ თავად უნდა აქციო ქორწინება ბედნიერად. ყოველდღიურად გააკეთეთ რაიმე ისეთი, რაც გაგაბედნიერებთ თქვენც და თქვენს პარტნიორსაც.

3. ყველაფერი იწყება შენით - ნუ დაელოდებით პარტნიორს როდის გააკეთებს რაიმეს თქვენი ბედნიერებისთვის, თავად გააკეთეთ ყველაფერი ამისთვის და მალე დაინახავთ მის მცდელობებსაც, რომ თქვენ გასიამოვნოთ.


4. აქციეთ ქორწინება პრიორიტეტად - ნუ შეხედავთ ქორწინებას როგორც რაღაც საგანს. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის თქვენი ნაწილი. იზრუნე მასზე, როგორც საკუთარ თავზე.

5. გამოხატე სიყვარული ყოველ დღე - იყავით გახსნილი, როცა საქმე გრძნობების გამოხატვას ეხება. არაფერი არ მოქმედებს ადამიანზე ისე დადებითად, როგორც სიტყვები - „მე შენ მიყვარხარ“. გამოხატეთ საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობები ყოველ დღე.

6. გახადეთ ქორწინება მყარი - ქორწინება ჰგავს გემრიელ ღვინოს, რომელიც დიდი ხნის წინ მოამზადეს. რაც უფრო მეტად იზრუნებთ ქორწინებაზე დროთა განმავლობაში მით უფრო მყარი გახდება ის.


7. საკუთარ თავზე ზრუნვა აქციეთ პრიორიტეტად - საუკეთესო საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ მეუღლეს აჩუქოთ ეს საკუთარი თავია. ამიტომაც იზრუნეთ საკუთარ თავზე და ეს პრიორიტეტად აქციეთ.

8. ისწავლეთ წარსულისგან - წარსულში მომხდარი ყველა ფაქტი გაკვეთილად მიიღეთ და ისწავლეთ შეცდომებზე, თუ გსურთ, რომ საუკეთესო მომავალი შეიქმნათ.

9. იცხოვრე დღევანდელი დღით - გიყვარდეს ისე, თითქოს უკანასკნელი დღეა. იცხოვრე მომენტით და დატკბი დღევანდელი დღით.


10. მოქმედება უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე სიტყვები - თქვენმა ყველა ქცევამ სიყვარული უნდა გამოხატოს. ეს გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე მშრალი სიტყვების მოსმენა.

11. დაუთმეთ ერთმანეთს დრო - აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო ერთად ყოფნისთვის. ბედნიერი ურთიერთობისთვის ერთად გატარებულ დროზე უკეთესი არაფერია.

12. დაუჭირეთ მხარი - მარტივია ურთიერთობა როცა პრატნიორები ერთმანეთს ყველაფერში გვერდით უდგანან და მხარს უჭერენ. ამით ერთმანეთს აძლიერებთ., ყოველთვის გაუწოდეთ ხელი საყვარელ ადმიანს, როცა დახმარება სჭირდება.


13. იყავით კრეატიულები - იფიქრეთ, გამოხატეთ გრძნობები კრეატიული და ამავდროულად რომანტიკული მეთოდებით

14. იყავით ერთგული და ენდეთ ერთმანეთს - ერთგულება და ნდობა მთავარია ურთიერთობაში.

15. ისწავლეთ რაღაც ახალი ყოველ დღე - საუკეთესოა ქორწინება, როცა ერთმანეთს განვითარების, შეცვლის, ახლის სწავლის საშუალებას. ისწავლეთ სწავლის, ახლის შეცნობის სიყვარული. სწავლა ევოლუციის, პიროვნულად გაზრდის საუკეთესო საშუალებაა და ამავდროულად, მყარი ურთიერთობის გასაღებია.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა