თეგებით ძიება
12. 12. 2019 News-ები

მეცნიერებმა დაამტკიცეს: ყველა მამაკაცს უყვარდება ქალი, რომელსაც გააჩნია ეს 5 თვისება

1. არ „გტვირთავენ“

როცა უყურებთ ბედნიერ ადამიანს, განიცდით სიმსუბუქეს. ის არ იწყენს უმიზეზოდ, არ წუწუნებს ყველაფერზე. ის კარგად გრძნობს თავს ყოველთვის და ყველგან. ის ბედნიერია მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრობს ამ სამყაროში და აქვს საშუალება დატკბეს მისი მშვენიერებით.

2. იღიმიან

ფსიქოლოგებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი. რესპონდენტებს აჩვენეს ფოტოების ნაწილი, რომლებზეც ადამიანები იღიმებიან, ნაწილი კი - რომლებზეც სერიოზულები არიან. შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს ეპასუხად, ვინ მოეჩვენათ უფრო სიმპატიურად.

შედეგი არ იყო გასაკვირი: მათთვის მიმზიდველები აღმოჩნდნენ მომღიმარი ადამიანები. თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ მათი არამომღიმარი „კონკურენტები“ უფრო ლამაზები იყვნენ.


3. ადამიანებთან უკეთესი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე სხვებს

ოფისში ახალი გვყავს? „კი, უცნაური ვიღაცაა“. ახალგაზრდა მამაკაცს ქუჩაში შენი გაცნობა უნდა? „მახინჯია“. როგორ ხშირად ვაბამთ „იარლიყებს“ გაცნობამდე ადამიანებს! დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც მაქსიმალურად პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ გარშემომყოფების მიმართ.

4. შეუძლიათ საუბარი არა მხოლოდ საკუთარ თავზე

სოციალური ქსელებიდან შეიძლება თქვენს შესახებ იმის გაგება, რა მოგწონთ, და რა არ გიყვართ. მაგრამ რას მოუტანს თქვენთან ურთიერთობა სხვა ადამიანს? თუ შეგიძლიათ აუმაღლოთ განწყობა, მიანიჭოთ სიხარული და გამოიწვიოთ მისი ღიმილი, მაშინ ეს ბევრად ღირს!


5. ხედავენ კარგს იქ, სადაც სხვები ცუდს ხედავენ

საშინელი ამინდია? ყველა ისედაც ხედავს ამას. რატომ უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია ნეგატიურზე, როცა შეიძლება ვისაუბროთ სასიამოვნოზე? ადამიანები ასეთი პოზიციით იზიდავენ გარშემომყოფებს. ფსიქოთერაპევტი ლონდონიდან ალენ დე ბოტონი დიდ ყურადღებას უთმობს ურთიერთობების შესწავლას სქესთა შორის. ერთ-ერთ თავის სტატიაში წერს: „ინსტიქტები იზიდავენ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გაგვხადონ ბედნიერები“.

ამდაგვარად, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნები, რომ უყვარდებათ არა ისინი, ვისაც აბსტრაქტულად კარგი გარეგნობა აქვს, არამედ ისინი, ვისაც შეუძლია მიანიჭოს სითბო და მზრუნველობა!

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა