თეგებით ძიება
12. 12. 2019 News-ები

როგორ შევინარჩუნო სისუფთავე ცხელ სეზონზე

ფაქტი, რომ გარემოს დაბინძურება პირადი ჰიგიენის შენარჩუნებაშიც ხელს გვიშლის, სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. დასაქმებული ადამიანების უმეტესობა სამსახურში დილით ადრე გადის, სახლში დაბრუნებას კი საღამოს 9:00, 10:00 და ზოგჯერ 11:00 საათამდე ვერ ახერხებს. არც ოფისში საშხაპე კაბინებით ვართ განებივრებული. ასეთ დროს კარგი იდეაა ჩანთით ანტიპერსპერანტის და უნივერსალური გელის ტარება, რომელიც სახის, ხელების და სხეულის სწრაფად გაწმენდაში დაგვეხმარება.


ფოტო: TODAY

არჩევანი უნივერსალურ გამწმენდ საშუალებაზე — BioSilver 22-ზე შევაჩერეთ: ის წარმოადგენს გელს, რომელიც ხელების და სხეულის წმენდასთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში კანის დატენიანებაზეც ზრუნავს.

BioSilver 22 ექსკლუზიურ ანტიბაქტერიულ ტექნოლოგია SilverSol Technology®-ზე დაყრდნობით მოქმედებს, რომელიც ეფექტური წმენდის მიუხედავად, კანის გამოშრობას არ იწვევს; უსუნოა, არ შეიცავს ალკოჰოლს და კონსერვანტებს და არ აცხიმიანებს კანს.


გთავაზობთ დეტალურ აღწერას, რა პრინციპზე დაყრდნობით მოქმედებს BioSilver 22-ის ტექნოლოგია SilverSol Technology®:
ვერცხლის ოქსიდი ბაქტერიული უჯრედების მემბრანას ანეიტრალებს და შედეგად ბაქტერიებს ანადგურებს
ტექნოლოგია SilverSol-ის რეზონანსი 890-910 ტერაჰერცია, რაც ლაბორატორიებში ბაქტერიების ულტრაიისფერი სხივებით განადგურების სიხშირის ტოლია

ფოტო: LOREN\'SWORLD

ორი სიტყვით ვერცხლის შესახებ
მეციდინაში ვერცხლის გამოყენება მეცნიერების ახალი მიგნება ნამდვილად არ არის, მის შესახებ ჯერ კიდევ ჰიპოკრატე საუბრობდა ანტიკურ საბერძნეთში. ფინიკიელები კი წყალს, ღვინოს და ძმარს ვერცხლის ბოთლებში ასხამდნენ, კარგად რომ შენახულიყო.

მედიცინის ისტორიაში არა ვერცხლის მოხმარებასთან დაკავშირებული უკუჩვენება არ მოიძებნება, არამედ — მეტიც: თანამედროვე კლინიკურმა კვლევებმა და დაამტკიცა, რომ ულტრადისპერსიული ვერცხლის დისტილატი ანტიბაქტერიული მოქმედებისაა.

დღესდღეობით, როდესაც მეცნიერები ანტიბიოტიკების მიმართ რეზიზტენტული ვირუსების გამოწვევის წინაშე დგანან და თანაც უამრავი ახალი ბაქტერიული მუტაცია გამოჩნდა, ვერცხლის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად გაიზარდა და ვერცხლის ანტიბაქტერიული დანიშნულებით გამოყენება დაიწყო.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა