თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

„2020 წელს არჩევნებს შერეული სისტემით ვატარებთ და მოემზადონ როგორც სხვა პარტიები, ასევე ჩვენი პარტიაც“ - თეა წულუკიანი მდინარაძის განცხადებაზე

მმართველი გუნდის ახალ ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინსიტრმა. თეა წულუკიანი ვერ ხედავს აჟოტაჟის ატეხვის საფუძვლებს, თუკი დიალოგი უნდა შედგეს, 2020 წლესა და 2024 წელს შუალდეში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ის იყოს შერეული სისტემით თუ პროპორციულით. თუმცა წულუკიანი ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და შესაბამისად, ის ამბობს, რომ ყველა პარტია, მათ შორის „ქართული ოცნებაც“ ამისთვის უნდა მოემზადოს.
„არ გვაქვს სფუძველი, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის აჟიოტაჟიები შევქმნას. ეს უნდა დასრულდე. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ის ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2024 წლის პროპორციული სისტემით. თუკი არსებობს ინიციატივა, რომ 2020-სა და 2024 შორის რიგგარეშე ჩატარდეს ან შერეულით ან პორპტოციულით და ამიაზე უნდა გაიმართოს მსჯელობა, კი ბატონო გაიმართოს, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ 2020 წელს ჩვენ არჩვენებს შერეული სისტემით ვატარებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე მოემზადონ როგორც სხვა პარტიები ასევე ჩვენი პარტიაც“ - თქვა წულუკიანმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა