თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

სექსუალური ურთიერთობის 5 სარგებელი

სექსი ადამანისთვის, არა მხოლოდ სიამოვნების მომნიჭებელი, არამედ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის განმტკიცების უებარი საშუალებაცაა. თავი დავანებოთ ემოციურ ასპექტებსა თუ ბედნიერების შეგრძნებას და ყურადღება გავამახვილოთ ჯანმრთელობის საკითხებზე.

სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგებისა თუ მკვლევარების ნაშრომებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი ირკვევა, რომელთა თანახმადაც სექსუალური ურთიერთობის წყალობით მცირდება გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკი, ამასთანავე, სექსს შეუძლია ფიზიკური ტკივილი გაგიქარწყლოთ, ან სულაც უკეთ დაძინებაში დაგეხმაროთ. ამ და სხვა სასარგებლო ნიშნებზე საუბრისას გამოვყოთ სექსუალური ურთიერთობების 5 მთავარი სარგებელი.

1. სექსი სტრესისგან გაგათავისუფლებთ

სასიყვარულო ურთიერთობის თანმხლები ემოციური აღმაფრენის დროს, ძლიერდება ტესტოსტერონის სინთეზი, რომელიც თავის მხრივ ხსნის სტრესულ დაძაბულობას და გათავისუფლებთ მისგან.

2. სექსი საკუთარ თავში რწმენას განამტკიცებს

ტეხასის უნივერსიტეტის სწავლულთა მტკიცებით, საყვარელ ადამიანთან ალერსი სამყაროში ჰარმონიისა და ამ ჰარმონიაში საკუთარი ადგილის აღქმის საფუძველია. ახლობელი ადამიანისადმი სრული ნდობა და საკუთარ თავში ჩაკეტვის ნაცვლად, განცდის გაზიარების სურვილი, ფსიქოლოგიურ პრობლემათა მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

3. სექსი VS სპორტი

სექსი ფიტნესის მსგავსად, ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს აძლიერებს, კუნთებს ტონუსს უნარჩუნებს და განამტკიცებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. გარდა ამისა, სექსით დაკავება ფიზიკური ვარჯიშია, რომლის დროსაც იწვება კალორიები.

4. სექსი ტკივილს აყუჩებს

თავის ტკივილის წარმოშობის ყველაზე ხშირ მიზეზად დაძაბულობა სახელდება, რომელიც ნერვულ დაბოლოებათა აღგზნებას იწვევს. სექსი კი ადუნებს ამ ნერვულ დაბოლოებებს და დიდი რაოდენობით ენდორფინის გამოყოფას უწყობს ხელს.

5. სექსი ანელებს დაბერების პროცესს

მართლია, მარადიული სილამაზისა თუ ახალგაზრდობის ფორმულა არ არსებობს, თუმცა ჩატარებულ კვლევებზე დაყრდობით 100-დან 102 წლამდე ადამიანები, რომლებიც თავიანთ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ უფრო ხშირად კავდებოდნენ სექსით.

წყარო:regarder.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა