თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

7 ჯანსაღი საკვები გულის დაავადებათა პრევენციისთვის

იმ დროს, როდესაც გულის დაავადებები მთავარ მომაკვდინებელ პრობლემად ექცა, საჭირო გახდა პრევენციის მეთოდების შემუშავება და წინასწარი ზომების მიღება. შემოთავაზებული არა ერთი მედიკამენტისა თუ პროცედურის მიუხედავად, რა არის ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლის დროს ჯანსაღ, სწორ კვებაზე სასარგბლო? – წარმოგიდგენთ 7 ჯანსაღ საკვებს გულის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად.

1. ორაგული

ორაგულისა და სხვა სახის თევზეულის კვების რაციონში დამატება 2-ჯერ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების, მათ შორის არითმიისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. თევზეულობაში შემავალი ომეგა-3 ნამვილი მისწრებაა თქვენი გულისთვის.

2. მოცვი

მოცვი, და მასთან ერთად სხვა სახის კენკროვანი ხილი შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიირთვათ, თუმცა განსაკუთრებით სასარგებლო მაინც საუზმეზეა. 2003 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 25-დან 42-წლამდე ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევდნენ კენკრას, გულის დაავადებათა რისკის მაჩვენებელი 32%-ით ნაკლები ჰქონდათ.

3. შავი შოკოლადი

ტკბილეულის მოყვარეულებს განსაკუთრებით გაახარებთ ეს ამბავი, შავი შოკოლადი გულის დაავადებათა პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მასში შემავალი პოლიფენოლები არეგულირებენ სისხლის წნევას და თავიდან აგაცილებენ სისხლის შედედებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

4. ციტრუსები

ქალები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ციტრუსებს, გულის იშემიის დაავადებათა განვითარების დაბალი რისკის კატეგორიაში შედიან. ციტრუსები C ვიტამინის ნამდვილი საბადოა, თავად C ვიტამინი კი უზრუნველყოფს სისხლძარღვთა კედლების ელასტიურობასა და სიმტკიცეს.

5. თხილი

ნუშის, მიწის თხილისა და ფისტას შემადგენლობაში შემავალი E ვიტამინი საშუალებას აძლევს თქვენს ორგანიზმს რაც შეიძლება დაბლა დაწიოს “ცუდი” ქოლესტერინის რაოდენობა. კაკალი კი E ვიტამინის გარდა, ომეგა-3-თაც არის მდიდარი, რომლის სასწაულმოქმედი ბუნების შესახებ უკვე მოგახსენეთ.

6. წითელი ღვინო

რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, როდესაც დამღლელი დღის შემდეგ სახლში მისული ერთ ბოკალ წითელ ღვინოს მიირთმევ და იცი, რომ გარდა პირადი ბედნიერებისა ეს ერთი ჭიქა გულის დაავადებების გაჩენის რისკსაც ამცირებს.

7. ყველი

აღმოჩნდა, რომ გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ყოველდღიურად უნდა მივირთვათ ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს. მეცნიერთა დასკვნით, ყველსა და რძის პრდუქტებს შეუძლიათ ადამიანის სხეულზე უარყოფითი ზეგავლენისა და გულის დაავადებათა რისკის შემცირება.

წყარო:regarder.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა