თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

პერსონალური ტრენერის რჩევები – როგორ დავიწყოთ ვარჯიში?

თუ უკვე თვეებია რაც ვარჯიშობთ, სასურველ შედეგს კი ჯერაც ვერ მიაღწიეთ და ხვდებით, რომ თავდაჯერებულობასთან ერთად, მოტივაციასაც კარგავთ, მაშინ დროა შეჩერდეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეთ!

ყველაფერი მარტივადაა, თქვენ უბრალოდ პერსონალური ტრენერი გესაჭიროებათ, მწვრთნელი, რომელიც თქვენს ყოველ მოძრაობასა და ვარჯიშის გეგმას გააკონტროლებს, ტრენერი, რომელიც გასწავლით, როგორ შეუთავსოთ ერთმანეთს კვება და ვარჯიში სწორად და უბრალოდ ადამიანი, რომელიც თქვენი მოტივატორი გახდება სპორტულ დარბაზში თუ მის გარეთ.


იმის გასაგებად თუ რატომ უნდა ავიყვანოთ პერსონალური ფიტნეს ტრენერი, რა შედეგს მივიღებთ მასთან ვარჯიშით და რამდენ დროსა და ენერგიას დავხარჯავთ, Regarder პერსონალურ ტრენერს, ხათუნა გაბისონიას გაესაუბრა.

რატომ პერსონალური ტრენერი…
ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი მიდის სპორტდარბაზში სავარჯიშოდ, გადის ერთი, ორი ან სულაც სამი თვე და ის აღმოაჩენს, რომ მას არ აქვს სასურველი შედეგი რისთვისაც ამდენი იწვალა. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის არათანმიმდევრული ვარჯიში, პრობლემები კვების რაციონში, ვარჯიშის ტექნიკაში და ხშირად ინვენტარის გამოყენების საკითხშიც კი.


საბოლოოდ ვიღებთ შედეგს, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ვარჯიში მისთვის არ არის და ყველაფერს თავს ანებებს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ვარჯიში ყველასთვისაა და თუ კი რაღაც არ გამოგდით ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესახებ საკმარისი ცოდნა არ გაქვთ, ამ ცოდნის მისაღებად კი პერსონალური ტრენერები არსებობენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლოთ სწორად ვარჯიში და საკუთარი სხეულის მართვა“.

პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ვიღაცას შეიძლება კონკრეტული ვარჯიში და კვება უხდებოდეს, მაგრამ ვიღაცისთვის ეს სულაც არ იყოს ეფექტური, სწორედ ამ დროს იწყებს გამოცდილი მწვრთნელი რაღაცების გადათამაშებას პერსონალური ვარჯიშის რუტინაში. ტრენერმა ყოველთვის იცის, რა რით უნდა ჩააანაცვლოს და რომელი კუთხიდან უნდა მიუდგეს მასთან მისულ ადამიანს.


პერსონალურ ტრენერთან ვარჯიშის მთავარი პლიუსი ის გახლავთ, რომ მოკლე დროში ძალიან მაგარი შედეგის დადება შეიძლება, ისე, რომ არც იმედები არ გაგიცრუვდებათ, არც ცრუ წარმოდგენები არ შეგექმნებათ ვარჯიშის შესახებ და რაც მთავარია არ დახარჯავთ ზედმეტ ფულს, რადგან იმ შედეგს, რომელსაც ინდივიდუალური ვარჯიშით 5-6 თვეში მიაღწევთ, შესაძლოა ტრენერთან სულ რაღაც 2 თვეში მიიღოთ.

„ვფიქრობ, რომ ფიტნესი ადამიანებისთვის, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობაა, შემდეგ კი ლამაზი სხეული“.

რა მოვალეობები აკისრია პერსონალურ ტრენერს?
პერსონალური მწვრთნელის მთავარი მოვალეობა პერსონალური ვარჯიშების შედგენაა მიზნების მიხედვით, ამის შემდეგ იგეგმება ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა და პერსონალურზე მორგებული კვების რაციონი.

„პერსონალური ტრენერი ხდება თქვენი მეგობარი, მხარდამჭერი და თუ საჭირო გახდა ფსიქოლოგიც კი“.

ტრენერი დაგეხმარევათ ჯანსაღი კვების განრიგის შედგენაშიც, რომელ საათებში რა უნდა მიირთვათ, რა დოზით ჭამოთ ხორცი, ხილი, ბოსტნეული და ესა თუ ის საკვები.

რამდენი ხნის შემდეგ შეძლებ ინდივიდუალურად ვარჯიშის გაგრძელებას?
მას შემდეგ რაც თქვენ ისწავლით ყველაფრის სწორად კეთებას, უკვე შეგიძლიათ ინდივიდუალურად განაგრძოთ ვარჯიში, თუმცა აქაც ვეჯახებით პრობლემას, ერთმა პროგრამამ შეიძლება იმუშაოს 2-3 თვე თქვენს სხეულზე, შემდეგ დგება პერიოდი, როდესაც რაღაცები აუცილებლად ჩასანაცვლებელია, სხვა ვარჯიშებით, რაც მარტომ შესაძლოა ვეღარ მოახერხოთ. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ადამიანმა ძალიან მარტივად აითვისოს ყველაფერი, ვარჯიშს სწორად აუღოს ალღო და ტრენერის გარეშეც განაგრძოს საკუთარი შედეგისთვის ბრძოლა.

შედეგი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, როგორც ტრენერი…
წონის კლებაზეც და კორექციაზეც ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან ყოჩაღი გოგოები მყავს. თუმცა, მაინც გამოვარჩევდი ერთ-ერთ პერსონალურს, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემებისა და პრეპარატების ფონზე, ფანტასტიკური შედეგი მიიღო და დაახლოებით 4 თვეში 24 კილოგრამი დაიკლო. მართალია, ჩვენი საბოლოო შედეგი ეს არ არის და კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მკვრივი ნავარჯიშები სხეული, რაც ძალიან მიხარია.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ საკუთარ სხეულს და მხოლოდ მისი რჩევებით ვიმოქმედოთ“.

წყარო:regarder.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა