თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

"თუნბერგმა აგრესიის კონტროლზე უნდა იმუშაოს.... დამშვიდდი გრეტა, დამშვიდდი" - ტრამპი გრეტა თანბერგს დასცინის

დონალდ ტრამპი ჟურნალ TIMES-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გრეტა თანბერგის წლის ადამიანად აღიარების შესახებ. აშშ-ს პრეზიდენტი შვედ აქტივისტს ურჩევს, იმუშაოს თავისი აგრესიის კონტროლზე და იაროს კინოთეატრში მეგობრებთან ერთად.
ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ სასაცილოა, როცა ასეთ ჯილდოს იღებს 16 წლის ახალგაზრდა გოგონა.

„როგორი სასაცილოა. გრეტამ უნდა მოახდინოს საკუთარი აგრესიის კონტროლი და იმუშაოს ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, შემდეგ კი წავიდეს და უყუროს ძველმოდურ პოპულარულ ფილმს მეგობართან ერთად! დამშვიდდი გრეტა, დამშვიდდი!“ ,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Time-მა თანბერგი წლის ადამიანად 11 დეკემბერს დაასახელა. ამ ტიტულისთვის დონალდ ტრამპიც იბრძოდა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა