თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

ვაჟა ფარინდაშვილის გატაცების საქმე - რუსეთი პასუხისმგებლობას სრულად იხსნის

მოვუწოდებთ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს არ გადაიყვანონ ეს პრობლემა პოლიტიკურ ჭრილში - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს.
„სპუტნიკ საქართველოს“ ოფისში ტელეხიდის დროს ზახაროვამ თქვა, რომ საკითხმა მხარეებს შორის არსებული გაუარესებული ვითარება, კიდევ უფრო არ უნდა გააუარესოს.

„მოვუწოდებთ საქართველოს და სამხრეთ ოსეთს არ გადაიყვანონ ეს პრობლემა პოლიტიკურ ჭრილში და მოაგვარონ ეს პრობლემა არსებული მექანიზმებით, საუბარია ცხელ ხაზზე ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე და რა თქმა უნდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე, ეს თემა განიხილებოდა ბოლო რაუნდის დროსაც და რუსეთის წარმომადგენელმა ორივე მხარეს მისცა რეკომენდაცია გამოიჩინონ კეთილი ნება და არ დაუშვან, რომ სიტუაციამ გაფრინდაშვილის დაკავებით საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ისედაც გაუარესებული ვითარება უფრო მეტად გააუარესოს, რაც შეეხება ჩვენ ჩართულობის შესაძლებლობას ასეთი რამ უკვე არსებობს“, - განაცხადა ზახაროვამ.

ვაჟა გაფრინდასვილი 1 თვეზე მეტია ოკუპანტების ტყვეობაშია.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა