თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

მშრალი შამპუნი – საუკეთესო საჩუქარი სილამაზის ინდუსტრიისგან

მშრალი შამპუნი, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც სილამაზის სამყარომ გასულ საუკუნეში გაგვიკეთა. ცხოვრების გიჟურად სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, მშრალი შამპუნი არის ყველაფერი, რისი ნატვრაც შეგვეძლო. ის წამებში აცოცხლებს თმას, ანიჭებს მას მოცულობას და ზოგავს დროს, რომელიც აბაზანაში უნდა გაგვეტარებინა.

თუ კი მშრალი შამპუნის მომხმარებელი ბრძანდებით, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ მისი ჯადოსნური მოქმედების შესახებ, ხოლო თუ კი დღემდე ვერ ხვდებით, რატომ არის აღფრთოვანებული მთელი მსოფლიო, მაშინ კითხვა განაგრძეთ. Regarder წარმოგიდგენთ ყველაფერს, რაც მშრალი შამპუნის შესახებ უნდა იცოდეთ, მაშ ასე:

რა არის მშრალი შამპუნი?

სანამ უშუალოდ მოხმარების წესზე გადავიდოდეთ, გავიგოთ რა არის მშრალი შამპუნი და რისთვის გვჭირდება ის? – მშრალი შამპუნების აქტიური გამოყენება, ქალბატონებმა მე-20 საუკუნიდან დაიწყეს. ეს გახლავთ პუდრის ან სპრეის სახით წარმოდგენილი პროდუქტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს წყალთან კონტაქტის გარეშე, სულ რამდენიმე წუთში „დავიბანოთ” თავი. გაიხსენეთ რამდენჯერ გინატრიათ ეს პროდუქტი მოგზაურობის, ლაშქრობის, ფესტივალებისა თუ მოულოდნელი შეხვედრების დროს.

როგორ გამოვიყენოთ მშრალი შამპუნი?

მიუხედავად იმისა, რომ მშრალ შამპუნს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება ჩვენთვის სასურევლი შედეგის მისაღებად, მაინც გირჩევთ, რომ არ იჩქაროთ მისი გამოყენებისას და ინსტრუქციას გულისყურით მიყვეთ:

I საფეხური: შეანჯღიეთ ბოთლი და შამპუნი შეისხურეთ თმის ძირებში. პროდუქტი თმიდან დაახლოებით 20-30 სანტიმეტრის მოშორებით დაიჭირეთ. ეს მანძილი შამპუნს საშუალებას მისცემს თანაბრად გადანაწილდეს თმაში და სასურველი მოცულობა მოგვანიჭოს.


II საფეხური: შესხურებიდან რამდენიმე წამში, თითის ბალიშებით ნაზად გადაინაწილეთ შამპუნი მთელ თმაზე.


III საფეხური: დაელოდეთ შამპუნის შეშრობას ერთი ან სულაც ორი წუთის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაივარცხნეთ თმა.


დაიმახსოვრეთ:

არ მიისხუროთ სპრეი ზედმეტად ახლო მანძილიდან – ეს ხელს შეუშლის პროდუქტის ეფექტურობას და ამასთანავე თმაში თეთრი ლაქების გაჩენის მიზეზიც გახდება.
დაიტანეთ თმაზე შამპუნი ნორმალური რაოდენობით. გადამეტების შემთხვევაში, შესაძლოა თქვენს თმას სასაცილო იერი მიანიჭოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიმატოთ შამპუნი სასურველ ზონაზე.
მშრალი შამპუნი, მხოლოდ და მხოლოდ მშრალ თმაზე უნდა დაიტანოთ.
სპრეის შესხურებიდან უმალვე ნუ გადახვალთ დამასაჟების პროცესზე, ამ შემთხვევაშიც მიეცით შამპუნს შესაშრობად რამდენიმე წამი.
და ბოლოს ნუ გახდებით დამოკიდებული, თუ კი მიხვდებით, რომ მშრალ შამპუნს რამდენიმე დღეა ზედიზედ იყენებთ, მაშინ დროა აბაზანაში ვიზიტი დაგეგმოთ.
მშრალი შამპუნების შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოში, აგრეთვე ონლაინ. ჩვენი უდავო ფავორიტი კი Batiste-ს მშრალი შამპუნებია. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი რჩეული პროდუქტები და პირადი გამოცდილებაც.

წყარო:regarder.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა