თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ - დაჩი ბერაია

მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია ამბობს, რომ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს გრძნობს.

აღნიშნული განცხადება ბერაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან დაკავშირებით გააკეთა. ენმ-ს წარმომადგენლებმა მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტისსხდომაზე "მონა" უწოდეს.

დაჩი ბერაია ამ ინციდენტს სიტყვიერ დაპირისპირებად არ აფასებს.

"სიტყვიერ დაპირისპირებას ამ პროცესს ვერ დავარქმევდი. ბოლო პერიოდში ვგრძნობ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს ჩემს მიმართ და ალბათ, ეს იყო მიზეზი იმ რეპლიკებისა, რომელიც ჰქონდა ჩემს მიმართ,"- განაცხადა დაჩი ბერაიამ.

დაჩი ბერაიას ინფორმაციით, მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში 19 კაციანი სიიდან 11 მათგანს მისცა ხმა.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა