თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

5 მიზეზი თუ რატომ ღალატობენ კაცები



5 მიზეზი თუ რატომ ღალატობენ კაცები
ქალებს უმეტესობისთვის ღალატი გაუგონარი და უპატიებელი საქციელია… როდესაც მას ეუბნები, რომ გიყვარს, თვლი, რომ ყველაზე მცირე, რაც შეუძლია საპასუხოდ გააკეთოს, ერთგულების შენარჩუნებაა. შენ შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო იმას, რომ:

შეიძლება იტყუებოდეს (ხანდახან),
ვერ ან არ გეხმარებოდეს საოჯახო საქმეებში,
ვერ ან არ იღებდეს მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში,
უთმობდეს დედას და მეგობრებს იმაზე ბევრად მეტ დროს, ვიდრე შენ,
არ ჰქონდეს მაღალი შემოსავალი,
ის კი არა, შეიძლება სექსშიც გქონდეთ პრობლემები…
ქალებს შეგვიძლია ბევრი რამე ავიტანოთ, ოღონდ ნუ გვიღალატებენ. ამის პატიება წარმოუდგენელია. მამაკაცებს ეს ესმით, მაგრამ მაინც გვღალატობენ.

რატომ? იმიტომ, რომ…

1. მათ ეს შეუძლიათ
მამაკაცები სექსს სხვანაირად, ქალებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. ჩვენთვის ეს ემოციური პროცესია, მამაკაცებისთვის კი სექსი და ემოციები შეიძლება ერთმანეთთან კავშირში სულ არ იყოს. მისთვის ძალიან მარტივი და ბუნებრივია ღალატის შემდეგ ოჯახში დაბრუნდეს და ისე მოიქცეს, ვითომ არც არაფერი მომხდარა.

2. თვლიან, რომ შერჩებათ
რასაკვირველია, მათ იციან, რომ გამოაშკარავების რისკი ყოველთვის არსებობს. თუმცა, უმეტესწილად, სასიყვარულო რომანების გაბმისას ისინი წინასწარ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ ღალატი ხახვივით შერჩებათ. ხოლო თუ მაინც გამოიჭირეს, თავს აუცილებლად გაიმართლებენ.

მამაკაცები დარწმუნებულები არიან, რომ ქალი მარტოობას ისევ მათ “ნაკლთან” შეგუებას და დარჩენას ამჯობინებს. ყოველ შემთხვევაში, მათ ამის იმედი აქვთ.

თავიდან ასეცაა, მაგრამ როგორც კი შენი ეჭვები დადასტურდება, მოვლენების განვითარების ორი ვერსია არსებობს. თუ მოღალატეს შენი დაკარგვა არ უნდა, მომხდარს მაშინვე უარყოფს და ტყუილების ფრქვევას იწყებს. ხოლო თუ უარყოფას ადგილი არ აქვს, ესე იგი მისთვის სულ ერთია, იქნები თუ არა მომავალში მის გვერდით. შესაბამისად, თავის მართლებას აღარ დაიწყებს და უბრალოდ გეტყვის, რომ კი, გიღალატა, იმიტომ, რომ…

3. ის ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია
შენ შეიძლება იფიქრო, რომ ეს მხოლოდ თავის გასამართლებელი სიტყვებია, მაგრამ ეს სინამდვილეა. რამდენი მამაკაცისგან მოგისმენია: “როცა საკმარისი ფული მექნება, მერე დავიწყებ პასუხისმგებლობების აღებაზე ფიქრს” ან “აი, სამსახურში დამაწინაურებენ და მერე მშვიდ ცხოვრებას დავიწყებ”?

ის ჯერ კიდევ თვითრეალიზაციას ცდილობს და სანამ საკუთარი მიზნების მიღწევისთვის იბრძვის, ნამდვილად არ დახარჯავს დროს და ენერგიას შენთან ურთიერთობების გარკვევაზე. ის პირდაპირ გეუბნება, რომ მას ამისთვის დრო არ აქვს და ეს მის თვითმიზანს არ წარმოადგენს.


4. ოჯახური სიტუაცია რუტინას ემსგავსება
ის ბუზღუნებს, რომ თქვენს შორის უწინდელი მიზიდულობა აღარ არის, რომ ადრინდელივით სასურველი აღარ ხარ. შენ კარგად იცი, ეს როგორც ხდება: თავიდან ყველაფერი კარგადაა, ერთად თავს კარგად გრძნობთ, მერე გადადიხართ ცალკე, ქორწინდებით, ჩნდებიან ბავშვები, ყიდულობთ სახლს – ერთი სიტყვით, თავით ეშვებით ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებში და კომუნალურ გადასახადებში. შენ დადიხარ სამსახურში და ცდილობ, წარმატებისთვის ბრძოლაში სხვებს არ ჩამორჩე.

ამასობაში ის ნელ-ნელა იწყებს იმის შემჩნევას, რომ აღარ ეპრანჭები ისე, როგორც ნაცნობობის დასაწყისში. სექსუალურ თეთრეულსაც უკვე ნაკლებად ხმარობ, სექსიც მონოტონური ხდება. სამსახურიდან სახლში მოსული სასწრაფოდ იშორებ მაკიაჟს, იხდი ლამაზ კაბას და ქუსლიან ფეხსაცმელს – გრძელი სამუშაო დღის მერე საოჯახო საქმეებიც გაქვს გასაკეთებელი. შედეგად, საწოლამდე ისეთი დაღლილი აღწევ, რომ სექსზე ლაპარაკიც ზედმეტია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხოვრება რუტინად იქცა. მამაკაცს აკლია ის ნაპერწკალი, რომლიც ადრე თქვენს ურთიერთობაში არსებობდა. შენ შეიცვალე (მან იცის, რომ თვითონაც შეიცვალა, მაგრამ ამჯერად ჩვენ შენზე ვლაპარაკობთ და არა მასზე). შეიძლება მას იმის შეგრძნება უჩნდება, რომ ისე აღარ აფასებთ, როგორც ადრე. ნაკლებად ისმის დადებითი ფრაზები, სამაგიეროდ გახშირდა კამათი და თქვენი ოჯახი უკვე აღარაა ისეთი ოჯახი, რომელიც შექმენით და რომელშიც ის აპირებდა ცხოვრებას. და თუ ის იმას ვერ მიიღებს ოჯახური ცხოვრებისგან, რასაც გეგმავდა და იმედოვნებდა, სასურველის მისაღებად აუცილებალდ წავა სადმე, სხვაგან. რატომ? იმიტომ რომ მან იცის, რომ სასურველის პოვნას ყოველთვის მოახერხებს სადმე სხვაგან, იმიტომ რომ….

5. ყოველთვის არსებობს ქალი, რომელიც მზადაა ამისთვის
ეს ის სიმართლეა, რომლის აღიარებაც ქალებს არ გვინდა.

წარმოიდგინე, რომ ყველა ქალმა თქვას: ” შენ ცოლიანი ხარ – მე ამას ვერ/არ გავაკეთებ”. იცი, რამდენი ოჯახი და ურთიერთობა გადარჩებოდა? მამაკაცებს შეუძლიათ გვიღალატონ იმიტომ, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც მზად არიან გააბან ურთიერთობა იმ მამაკაცთან, რომელიც მათ არ “ეკუთვნით”.

რასაკვირველია, ხშირად ამ ქალებმა უბრალოდ არ იციან, რომ ეს მამაკაცი თავისუფალი არაა, რადგან მამაკაცები იტყუებიან. თუმცა, უფრო ხშირად მათ ძალიან კარგად იციან, რომ დაოჯახებულ მამაკაცებთან აქვთ სექსი.



რასაკვირველია, ეს ყველაფერი არაა და მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზების, რითაც ისინი საკუთარ სურვილებს ამართლებენ, რომლებიც ჩვენსას არ ემთხვევა ხოლმე.

თუ შენ რამე სხვაც იცი, გაგვიზიარე, საინტერესო იქნება.

წყარო:pink.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა