თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

როგორ გამოვიცნოთ შეყვარებული მამაკაცი

დამეთანხმები, მამაკაცები ცოტა უცნაურები არიან. რთულია მათი გრძნობების გამოცნობა, რადგან მათი უმეტესობა ემოციების გამომჟღავნებას ერიდება, ან თავადაც ვერ ხვდება, რომ ის, რასაც შენ მიმართ განიცდის ცოტა (ან ბევრად) მეტია, ვიდრე მოწონება და მეგობრობა. დააკვირდი თქვენს ურთიერთობას, მის შენდამი დამოკიდებულებას და შემდეგ წაიკითხე 10 ნიშანი, რომელიც ცხადად გეუბნება: ის შენზე შეყვარებულია!

1. თვალს ადევნებს კინოაფიშას და გეპატიჟება იმ ფილმზე, რომელსაც დიდხანს ელოდი
მართალია, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს მისი ნახვის სურვილი, მაგრამ მაინც გიწყობს სიურპრიზს. რატომ? იმიტომ, რომ შენი სურვილები და სიმპათიები მისთვის მნიშვნელოვანია, თან საუკეთესო მეგობრები ხართ და იცის, რა მოგეწონება.

2. ცდილობს მოგანიჭოს სიამოვნება… საწოლში… და მის გარეთ
და ამისთვის არ იშურებს ძალისხმევას, თუდაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება არ გააჩნდეს.


3. სურს, რომ მის მეგობრებთან შენც იპოვო საერთო
შესაძლოა, შენთვის ეს ჯოჯოხეთური წამება იყოს, მაგრამ მას უნდა, რომ გვერდით ჰყავდე. ამიტომ არ უთხრა უარი, როცა მეგობრებთან ერთად სადმე დაგპატიჟებს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მხოლოდ მასთან ერთად ყოფნა გერჩივნოს. არავითარ შემთხვევაში არ გამოამჟღავნო, რომ “დღეს მისი მეგობრების თავი არ გაქვს”, ან “დაღლილი ხარ და გირჩევნია, უბრალოდ დაიძინო, ამიტომ მოდი შენს მეგობრებს დაურეკე და შეხვედრა გადადე”. თუ უკვე არ იცი, მისთვის მეგობრები მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ქალი, რომელსაც მეგობრებს აცნობს, რადგან დარწმუნებულია, რომ თუ მას უყვარხარ, მისი მეგობრებიც აუცილებლად შეგიყვარებენ.

4. ცდილობს, ძილის დროსაც არ გაგიშვას ხელი
შესაძლოა გაოფლილსაც გაგეღვიძოს, მაგრამ მას სურს ახლოს ჰყავდე. შეიძლება ამ გამუდმებული სიახლოვით თავს გაბეზრებდეს და ძილში ხელს გიშლიდეს, მაგრამ გაიხსენე, ეს იმიტომ ხდება, რომ უყვარხარ.

5. აინტერესებს, მშვიდობით მიხვედი თუ არა შინ
ყოველთვის, როცა სახლში გაცილებს, გთხოვს შეატყობინო, როდის იქნები შინ, მაშინაც კი, თუ ერთმანეთს შენი სახლის კართან შორდებით.


6. ახსოვს ყველა უმნიშვნელო დიალოგი, რაც კი გქონიათ
აუცილებლად დაამახსოვრდება იმ სუნამოს სახელი, რაზეც ოცნებობდი და პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში მოგართმევს. ან საუბრის დროს ისეთ დეტალებს გაიხსენებს თქვენი წინა საუბრებიდან, რომ თავად გიკვირს და ცდილობ არ შეგამჩნიოს, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რაზე ლაპარაკობს.


7. კომპლიმენტს სწორედ მაშინ გეუბნება, როცა საკუთარი თავი არ მოგწონს
შეიძლება, ვერც კი შეამჩნიოს, რომ უმაკიაჟოდ ხარ და წუხელ ძალიან ცოტა გეძინა, მაგრამ თუ უხასიათოდ გხედავს, მაქსიმალურად ცდილობს გამოგისწოროს განწყობა ნებისმიერი საშუალებით – მათ შორის, უწყინარი ტყუილით.

8. შესვენებაზე მოულოდნელად ყავით გაკითხავს
რაც მთავარია, ახსოვს, რომ გიყვარს ლატე და ცოტა მეტი შაქარი.


9. ფიქრობს, რომ შენთვის დამახასიათებელი გამაღიზიანებელი ჩვევები ცოტათი “საყვარელიც” კია
რატომ? უბრალოდ ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ.

10. უყვარს შენი მიღწევების სხვებისთვის გაზიარება
“ეს ჩემი შეყვარებულია. ახლახანს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი და ერთი კვირის თავზე სამსახურიც შესთავაზეს.”

თუ გვერდით ასეთი კაცი გყავს, გილოცავ, შენ “ის” იპოვე! წარმატებებს გისურვებთ ურთიერთობებში და რაც უნდა მოხდეს, გახსოვდეს, შენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ!

წყარო:pink.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა