თეგებით ძიება
13. 12. 2019 News-ები

ფლირტის 3 ოქროს წესი დაოჯახებული გოგონებისთვის

ძალიან საინტერესო რამაა დაოჯახება. ჩემი სანაცნობო წრიდან, ვინც დაოჯახებულია, ყველა ამბობს, რომ ეს რთული, საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა. ერთგვარი გრძელვადიანი პროექტი, რომელსაც თავად აფინანსებ და იმ მოგებას, რასაც იღებ, თითქმის, არ აქვს მატერიალური სახე. მეტიც, შეიძლება ვერც ვერასდროს მიხვდე, რისთვის აკეთებ ამას.

დაქორწინებამდე პროექტივით მქონდა ჩამოწერილი ოჯახის კარგი და ცუდი მხარეები, სვოტ-ანალიზი, დაინტერესებული მხარეები (მერწმუნეთ, ამის დაწერა ყველაზე მეტად გამიჭირდა), რისკების შეფასება, მოსალოდნელი შედეგები, მიზნები და ამოცანები… მოკლედ, ბევრი რამე. თუ დაგჭირდათ, გათხოვებთ, მართლა მაქვს დაწერილი, კი არ ვიტყუები :)))

დღეს ჩემმა ერთ-ერთმა დაოჯახებულმა მეგობარმა ანამ სამეგობროს დახურულ ჯგუფში დაპოსტა, რომ ცნობილ მსახიობს კაფეში შემთხვევით შეხვდა, მან კი ფლირტი დაუწყო. ანა, ცოტა არ იყოს, დაბნეულია. დაბნეული-თქო, იმიტომ ვამბობ, რომ არ დაბნეულიყო, ამ ყველაფერს ისე ემოციურად არ მოგვიყვებოდა, როგორც მოგვიყვა და მერე ვრცელ დისკუსიას არ მოვაყოლებდით დანარჩენი დაქალები. კონკრეტული ქეისიდან – თუ როგორ ეფლირტავებოდა ცნობილი მსახიობი ანას და თვითონაც გულის სიღრმეში როგორ ესიამოვნა ეს ფაქტი – გადავინაცვლეთ ზოგად საკითხზე:

არის თუ არა დასაშვები სხვებთან ფლირტი, როცა დაქორწინებული ხარ?
სად გადის ზღვარი ფლირტსა და ღალატს შორის?


მე, რა თქმა უნდა, იმ აზრს ვემხრობოდი, რომ ფლირტი ცხოვრებას ალამაზებს. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა დაქორწინებული ხარ თუ – არა. გააჩნია, თავად როგორი ხარ, თორემ თუ ფლირტის წესები არ იცი, დაოჯახების შემდეგაც ბევრი არაფერი შეიცვლება.

უამრავი ნაცნობი ქალი მყავს, რომლებმაც არ იციან ზღვარი ფლირტსა და რომანს შორის და იმ სასიამოვნო წუთების დროსაც, იმის მაგივრად, რომ დატკბნენ, უკვე გეგმებს აწყობენ: “როგორ ვიქნებით ერთად”? “დაბადების დღეზე რას მაჩუქებს”? “პირველ პაემანზე რა ჩავიცვა” და ა.შ.

არა! ახლავე შეწყვიტე ასეთ სისულელეებზე ფიქრი.

ჩემს მაგალითს მოგიყვებით: ერთხელ, მეგობრები ქუთაისში ავტოსტოპით მივდიოდით და გზაში ერთი სიმპათიური ბიჭი გავიცანით. მთელი გზა ვეპრანჭე, ისიც მეფლირტავებოდა, მერე ფეისბუქზე დამამატა. აი, აქ დაიწყო მთელი საშინელება: არ არსებობდა დედამიწაზე არც ერთი თემა, რომელიც ერთნაირად დაგვაინტერესებდა! იცით, ეს რა საშინელებაა? თავი ნამდვილად არ მომაქვს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არცთუ ბევრ შეცდომას ვუშვებ. მოკლედ, საბოლოოდ მაინც ისე მოხდა, რომ პირველი პაემანიც აღარ შემდგარა. მას მერე კი რამდენიმე ჭეშმარიტებას მივხვდი:

არსებობენ სიმპათიური და “შტერი” ბიჭები, რომლებსაც უნდა გაეპრანჭო, ეფლირტავო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არანაირი ურთიერთობა არ უნდა გააბა! ეს ისევ შენვე დაგაწყვეტს ნერვებს :D
არ ღირს პირველსავე შემხვედრთან გეგმების დაწყობა: “როგორი ქმარი იქნება”, „ქორწილში როგორი კაბა ჩავიცვა“, “ნეტა როგორი სიმთვრალე აქვს” და ა.შ. მთავარია იმ წუთებით “აქ და ახლა”-ს პრინციპით ტკბობა. ფლირტის მიზანიც ესაა. უნდა დატკბე იმ წუთით. ბოლოსდაბოლოს რა უნდა მოუყვე შვილიშვილებს სიბერეში?
დროულად ისწავლე „არა“-ს თქმა. მაგალითად, მე რომ „ფეისბუქზე“ ის ბიჭი არ დამემატებინა, როგორც მირანდა ჰობსი იტყოდა, ნამდვილად დავზოგავდი დროსაც და ენერგიასაც.
მირანდა ჰობსი

ჰო, და რაც შეეხება მთავარ საკითხს: შეუძლია თუ არა დაქორწინებულ ქალს ფლირტი, ჩემი პასუხია – კი. თუკი ეს ურთიერთობა ისევ ქმართან/პარტნიორთან ურთიერთობას გამოაცოცხლებს, თუკი შენს პარტნიორს სხვა თვალით, ახლებურად შეხედავ, მე მგონია, რომ ძალიანაც ჯანსაღია. თანაც, ვინ დაასკვნა, რომ დაქორწინების შემდეგ ყველა ქალი ბრმავდება და სიმპათიურ ტიპებს ვეღარ ამჩნევს?

წყარო:pink.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა