თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

ამერიკის მთავრობამ პოსტსაბჭოთა სივრცის ოლიგარქებს ბრძოლა გამოუცხადა - მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვაშინგტონის შავ სიაში

ამერიკის მთავრობამ პოსტსაბჭოთა სივრცის ოლიგარქებს ბრძოლა გამოუცხადა. მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვეყნიდან არაფორმალური მმართველობისა და კორუფციული გარიგებების გამო გაისტუმრეს, აშშ-მ სამქციები დაუწესა. ვლადიმერ პლახოტნიუკი ამერიკის შავ სიაშია. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვყნა. განცხადებას "ტვიტერზე" ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა დიდი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში.
"ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა და დიდი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში. მე დღეს იგი ოფიციალურად შევიყვანე სანქცირებულ პირთა სიაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უწერს მოლდოვას" - წერს პომპეო "ტვიტერში".
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქიებს უწესებს პლახოტნიუკის ოჯახის წევრებსაც. მატ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრაძალებათ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა