თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

მოლდოველი ოლიგარქის შემდეგ ივანიშვილის ჯერი დადგება - ექსპერტები აშშ-ის სანქციებზე

"რისთვისაც პლახატნიუკს უწესებენ სანქციებს, ლოგიკურად ყველაფერს ეს ივანიშვილს საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს"
აშშ-ს მიერ მოლდოველი ოლიგარქის მიმართ სანქციების დაწესებას ექსპეტრები ეხმაურებიან. მათი შეფასებით მოლდოველი ოლიგარქის შემდეგ ივანიშვილის ჯერი დადგება და ისიც იგივე ბედს გაიზიარებს.
პოლიტოლოგების თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის ოლიგარქიის წინაარმდეგ დაწყებული ბრძოლა არის განაცხადი, რომ სახელმწიფოს მიტაცება არავის ეპატიება.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ მოლდოველი ოლიგარქის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, უნდა იყოს სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დროზე გადადგას სწორი ნაბიჯები და გაუშვას უზურპირებული ხელისუფლება.

"მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩვენს რეგიონში მიანიშნებს, რომ გლობალური დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსა და არათავისუფალ სამყაროს შორის, რომელიც პუტინის გავლენის სფეროდ ჩამოყალიბდა, ეფუძნება ასეთ ოლიგარქიულ-კორუფციულ კავშირებს. კორუფცია იყო ნახსენები მაიკ პომპეოს "ტვიტშიც" , როგორც სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთი ფორმა. აქედან გამომდინარე ამ დაპირისპირების ფორმა სამწუხაროდ, საქართველოც მოიაზრება როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც სახეზეა სახელმწიფოს მიტაცება. შესაბამისად, ეს უნდა იყოს სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დროზე გადადგას სწორი ნაბიჯები და გაუშვას უზურპირებული ხელისუფლება და ძალაუფლება ხელიდან რაც იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მისთვისაც და მისი პოლიტიკური გუნდისტვისაც" - აცხადებს ბათუ ქუთელია.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ რისტვის პლახოტნიუკს დაუწესეს სანქციები, ივანიშვილს საქართველოშ ყველაფერი გაკეთეული აქვს.
"რისთვისაც პლახატნიუკს უწესებენ სანქციებს, ლოგიკურად ყველაფერს ეს ივანიშვილს საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს. თუ აქამდე ეს ყველაფერი იყო ფიქცია და ვირაცას ეგონა, რომ ასეტი რამ არ შეიძლება მომხდარიყო საქრატველოსთან ან მოლდოვასთან მიმართებაში ეს უკვე არის რეალობა" - აცხადებს გიორგი რუხაძე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა