თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

ფილიპინებში ვულკანის მორიგი ამოფრქვევის გამო განგაშის მე-4 დონე გამოცხადდა- სასწრაფოდ ევაკუირებულია მილიონი ადამიანი

ფილიპინების მთავრობამ მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა დედაქალაქ მანილას სიახლოვეს, მას შემდეგ რაც ვულკანმა ფერფლი 14 კილომეტრის სიმაღლეზე გასტყორცნა. ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლოეობას ლავის მორიგს მოსალოდნელ ამოფრქვევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს CNN-ი.

ვულკანი ტაალი, რომელიც დედაქალაქ მანილადან 60 კილომეტრში მდებარე კუნძულ ლუსონზე მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ქვეყანაში. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ფოტოები აჩვენებს ლავას „ნაკადულებს“ , რომელიც გამოედინება ვულკანის კრატერიდან, რომლის თავზეც ცა სქელი და მუქი ფერფლითა და ორთქლითაა დაფარული.

ფილიპინების ვულკანისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა განგაშის დონე ოთხამდე გამოაცხადა, რაც გულისხმობს ვულკანში ხელახალ ძლიერ აფეთქებას და ლავის ამოფრქვევას.მეცნიერების ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებენ მოსალოდნელ კატასტროფაზე და აცხადებენ, რომ იგი შესაძლოა მოხდეს მომავალი რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. გავრცელებული ინფორმაციით დაიხურა ქვეყნის მთავარი აეროპორტი მანილაში, რომელშიც დაგეგმილი 500 რეისი გაუქმდა.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ინფორმაციით, პირველ საშიშ, 14 კილომეტრიან ზონაში 459 000 ადამიანია თავმოყრილი ვულკანის გარშემო, ხოლო 17 კილომეტრიან რადიუსში კი 930 000 ადამიანი ცხოვრობს, რის გამოც მთავრობამ მიიღ გადაწყვეტილება, აღნიშნული საშიში ზონებიდან დაუყოვნებლივ მოეხდინა ხალხის მასობრივი ევაკუაცია. არმიის 20 ვერტმფრენი განუწყვეტლად ახდენს ხალხის ევაკუირებას სახიფათო ზონებიდან.








წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა