თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

რატომ კარგავენ ვუნდერკინდები მოზარდობისას უნიკალურ ნიჭს

ვუნდერკინდების 85-90% მოზარდ ასაკში კარგავს თავის უნიკალურ ნიჭსა და შესაძლებლობებს და ჩვეულებრივი ადამიანი ხდება . შემდეგ მრავალ მათგანს უჭირს თავისი "საშუალოობისა" და "ჩვეულებრიობის" გაცნობიერება - ცოტა ხნის წინ ხომ ისინი გარშემო მყოფთა აღფრთოვანებას იწვევდნენ, ახლა კი მათ განსაკუთრებულ ყურადღებას აღარავინ აქცევს. ამიტომ მშობელმა არ უნდა იჩქაროს გადაწყვეტილების მიღება, "აღზარდოს" ვუნდერკინდი. მიმართეთ კონსულტაციისთვის ფსიქოლოგს: ის შეაფასებს ბავშვის ნიჭიერების ხარისხს და გეტყვით, სასარგებლო იქნება თუ არა მისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა. მაგრამ თუ შვილს გენიოსობის ნიშნებს ამჩნევთ, დაეხმარეთ მას! სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ტალანტი 50%-ით
ნიჭისგან შედგება, ხოლო 50%-ით - შრომისმოყვარეობისაგან. რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად გახსნათ და გამოავლინოთ თქვენი შვილის ტალანტი, იხილეთ სტატია "გაუფრთხილდით ბავშვის ნიჭს"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა