თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

"ქვეყანა არ დამინგრევია... იმ დღეს სანადიროდ უნდა წავსულიყავი"- „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრაში ბრალდებული

კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის განცხადებით, მას ქვეყანა არ დაუნგრევია.

„მიმალვას არ ვაპირებ. სახლში 80 წლის მამა მყავს. არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე. იმ დღეს სანადიროდ უნდა წავსულიყავი, რაც მიპოვეს, ჩემი კუთვნილი სანადირო ინვეტარია, ძაღლიც მყავდა დაკავების დროს.

ყველაფრის რისკი არსებობს, რომ ადამიანმა რამე გააკეთოს. არსებობს რაღაცეები, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობა მაქვს სახლშიც, რომ არსად მიმალვას არ ვაპირებ. ბავშვებს რომ ვნახავ, ბოდიშს მოვუხდი, იმათ საერთოდ არაფერს ვერჩოდი, საერთოდ არ დამინახავს", - განაცხადა ჩაჩხიანმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა