თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

ღვინო კარიესისა და ღრძილების დაავადების საწინააღმდეგო უნივერსალურ საშუალებად დასახელდა

ღვინო პირის ღრუში საშიშ ბაქტერიებს ანეიტრალებს. ის არ აძლევს ნადების წარმომქნმნელ, კარიესისა და ღრძილების ანთების გამომწვევ ბაქტერიებს პირის ღრუს ქსოვილებზე მიმაგრების საშუალებას. სხვათა შორის, ამ ბატერიებს, სისხლის მიმოქცევაში მოხვედრისას, შეუძლია გულის დაავადებებისა და კიბოს გამომწვევი ჯაჭვური რეაქციის პროვოცირება.

ღვინის საოცარი თვისებები აღმოაჩინეს ესპანეთის ნაციონალურ კვლევით საბჭოში. მისი თანამშრომლების აზრით, მომავალში სავსებით შესაძლებელია ღვინის საფუძველზე შექმნილი კბილის პასტების, საღეჭი რეზინებისა და პირის ღრუს სავლების გამოჩენა.

ღვინის მოქმედების საიდუმლო უნიკალურ ანტიოქსიდანტებშია. ბაქტერიებისგან თავდასაცავად, ის ბევრად ეფექტურია, ვიდრე კომერციულად ხელმისაწვდომი ყურძნის წიპწებისა და
ღვინის ექსტრაქტები, რაც დადასტურდა ლაბორატორიულ პირობებში ღრძილის ქსოვილის მოდელზე.

ღვინის ანტიოქსიდანტის პირის ღრუში მოხვედრისას, ის იწყებს სასარგებლო მოლეკულების გამოყოფას, რომლებიც ბაქტერიებს ზედაპირზე მიმაგრების საშუალებას არ აძლევს. ამ ანტიოქსიდანტების ორალურ პრობიოტიკთან Streptococcus dentisani ერთობლიობა კბილებისა და ღრძილების დამატებით დამცავს წარმოადგენს.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა