თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

რა ეფექტი აქვს პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგის ხსნარის გამოვლებას

საუზმის შემდეგ რეკომენდებულია პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგის ხსნარის გამოვლება. ეს უკანასკნელი იაფი, მაგრამ მეტად სასარგებლო საშუალებაა.

აიღეთ წყალბადის ზეჟანგის 3 %-იანი ხსნარის (რომელიც აფთიაქში იყიდება) 10 წვეთი და ჩაუშვით 50 მლ სუფთა, დამდგარ (არ არის საჭირო ადუღებული) წყალში. წყალბადის ზეჟანგის დოზის გაზრდა არ არის საჭირო, პირის ღრუს ლორწოვან გარსს დაგწვავთ.

რა ეფექტი აქვს ხსნარის გამოვლებას?

1. კბილებისა და ღრძილების დაავადებათა პროფილაქტიკა; იმას, ვინც რეგულარულად მისდევს აღნიშნულ რეკომენდაციას, იშვიათად სჭირდება სტომატოლოგთან ვიზიტი;
2. პირის ღრუს რეგულარული ანტისეპტიკური დამუშავების შემდეგ ქრება უსიამოვნო სუნი პირიდან;
3. კბილები
თანდათანობით თეთრდება.

author:თინათინ გოცაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა