თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

კოჭას ნაყენი პირიდან უსიამოვნო სუნს სპობს

ამ თვალსაზრისით მთელ სამუშაოს ასრულებს გინგეროლი-ნაერთი, რომელიც კოჭას დამახასიათებელ, სასიამოვნო გემოს აძლევს. პირის ღრუში ის 16-ჯერ ზრდის ენზიმის, სულფიდრილოქსიდაზა 1 დონეს.

როგორც ცნობილია, საკვების ნაერთები, რომლებიც შეიცავს გოგირდს, იწვევს უსიამოვნო სუნს. ეს ენზიმი კი შლის იმ ნივთიერებებს, რომელთაც პირის ღრუში ცუდი სუნის გამოწვევა შეუძლიათ. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, კოჭას ნაერთები შეიძლება თამამად დაემატოს კბილის პასტებსა და პირის ღრუს სავლებს.

ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეებს დასაწყისში სთხოვეს მძაფრი გემოს და სუნის მქონე პროდუქტის მიღება, ხოლო შემდეგ შესთავაზეს კოჭას ნაერთების შემცველი ხსნარით პირის ღრუს
გამოვლება. გინგეროლმა სწრაფად გააქრო უსიამოვნო სუნი, რაც თავად მონაწილეებმაც აღნიშნეს.

author:ლალი ჩხიკვაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა