X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
„ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, ბევრი, ვინც სათავეშია, ალბათ პასუხისმგებლობის წინაშე დადგება“ - დავით ჭიჭინაძე
  • „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, ბევრი, ვინც სათავეშია, ალბათ პასუხისმგებლობის წინაშე დადგება“ - დავით ჭიჭინაძე

    ხელისუფლების პირველი პირი იქნება თუ მინისტრი უნდა იცოდეს, რომ ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშალისთვის მოუწევს პასუხისგება - ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
    მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელისთვის დაწესებული სანქცია კი, გაფრთხილებაა სხვა ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, ვისი მოღვაწეობაც დანაშაულის შემცველია.

    „არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე აფრიკული ქვეყნის პირველ პირი იქნება ეს, თუ ევროპული ქვეყნის.

    ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, ვინც არის ხელისუფლებაში, პირველი პირი იქნება თუ მინისტრი, უნდა იცოდეს კარგად, რომ ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, ცივილიზებული სამყარო დაუწესებს სანქციებს და ეს არა ერთხელ გვინახავს.

    რაც შეეხება კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“, ის რაც დღეს იქ ხდება - კულუარული მართვა, კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება... - ეს აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის. დამარცხების შემთხვევაში კი, ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს სათავეშია, ალბათ პასუხიმგებლობის წინაშე დადგება - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.


    წყარო:newposts.ge
    25 ნახვა
    Загрузка...
    14-01-2020, 08:41
    Загрузка...
    Загрузка...