X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
დავით გარეჯაში უცნობმა პირმა მძევლად მესაღვრეები აიყვანა
  • დავით გარეჯაში უცნობმა პირმა მძევლად მესაღვრეები აიყვანა

    დავით გარეჯაშიუცნობმა პირმა მძევლად მესაღვრეები აიყვანა და რამდენიმეჯერ გაისროლა კიდეც. საბოლოო ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს.


    „მიმდინარე წლის 14 იანვარს საქართველოს მოქალაქე – გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით.

    ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა.

    ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია“, – აცხადებენ შსს-ში.

    უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.


    წყარო:newposts.ge
    95 ნახვა
    loading...
    14-01-2020, 08:53