X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
დედა და მამა ბავშვებს ლაპარაკს სხვადასხვანაირად ასწავლიან
  • დედა და მამა ბავშვებს ლაპარაკს სხვადასხვანაირად ასწავლიან

    ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ. ამ დროს ქალის ხმა ხდებოდა მაღალი. გარდა ამისა, დედების ხმის სიმაღლე უფრო ხშირად იცვლებოდა, ვიდრე ზრდასრულ ადამიანთან საუბრისას.

    მამების ინტონაცია ბავშვებთან საუბრისას არ განსხვავდებოდა მოზრდილებთან ლაპარაკისგან. მამები ეხმარებიან ბავშვებს ნორმალური მეტყველების ჩამოყალიბებაში. მათი დახმარებით, პატარები სწავლობენ გაიგონ არა მხოლოდ დედის ნელი და შეცვლილი მეტყველება. როგორც ჩანს, მამები სხვანაირად აიოლებენ მეტყველებას ბავშვებთან
    საუბრისას, იყენებენ რა მარტივ სიტყვებს.

    ორივე მშობელი ხელს უწყობს ბავშვის მეტყველების განვითარებას.
    59 ნახვა
    Загрузка...
    14-01-2020, 09:06
    Загрузка...
    Загрузка...