X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ორენოვანი ბავშვები გარკვეულ ამოცანებს უკეთ უმკლავდებიან
  • ორენოვანი ბავშვები გარკვეულ ამოცანებს უკეთ უმკლავდებიან

    ორენოვანი ბავშვები გარკვეულ ამოცანებს უკეთ ართმევენ თავს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კონკორდიის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევებმაც აჩვენა, რომ ბილინგვ-მოზარდებს, ანუ მათ, ვისაც შეუძლია ორ და მეტ ენაზე საუბარი, ყოველდღიურ ცხოვრებაში, გარკვეული უპირატესობა გააჩნიათ.

    სპეციალისტების აზრით, მათ უკეთ უვითარდებათ ფსიქოლოგიური კონტროლის გარკვეული ფორმა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ 1-დან 3 წლამდე ბილინგვი-მოზარდები, თავიანთი თანატოლებისგან ძლიერად არ განსხვავდებიან, თუმცა ორენოვან ბავშვებს გაცილებით უკეთ შეუძლიათ იმპულსური სიფიცხის კონტროლი. ეს კი აიხსნება ორ ენაზე მუდმივად აზროვნების აუცილებლობით.

    ასაკის მატებასა და სიტყვის მარაგის გაზრდასთან ერთად, ბავშვები ამას უფრო ხშირად აკეთებენ. მათ
    უვითარდებათ კოგნიტური მოქნილობა და შერჩევითი ყურადღება, რომელიც აუცილებელია ორივე ენის გამოსაყენებლად.
    82 ნახვა
    Загрузка...
    14-01-2020, 09:14
    Загрузка...
    Загрузка...