X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
მეცნიერები ახალი თაობის პრეზერვატივზე მუშაობენ
  • მეცნიერები ახალი თაობის პრეზერვატივზე მუშაობენ

    ახალი თაობის პრეზერვატივი დიამეტრულად შეცვლის ბარიერულ კონტრაცეპტივებზე წარმოდგენას. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შეიმუშვეს განსაკუთრებული ჰიდროგელი, რომელმაც შეიძლება ერთბაშად შეცვალოს ცხოვრების რამდენიმე სფერო.
    კერძოდ, მისი გამოყენება შესაძლებელია პრეზერვატივის წარმოებაში. ჰიდროგელიანი პრეზერვატივი უფრო მოსახერხებელი და მტკიცეა. ჰიდროგელის ძირითადი პლუსია ის, რომ ამცირებს ხახუნს.
    მაღალი უსაფრთხოება მიიღწევა გელში ანტიბიოტიკის პრეპარატების ჩანერგვით, რაც საწყის ეტაპზე, ინფექციის შეჭრას ხელს უშლის.
    სხვათა შორის, კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვეულებრივი პრეზერვატივები კანცეროგენებს შეიცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე გამოვიდა შესაბამისი გაფრთხილებით, რომელიც მერკაპრობენზოთიაზოლს შეეხება. აღნიშნულ ნაერთს შეიძლება შეიცავდეს პრეზერვატივები, ბავშვის საწოვარა, რეზინის ხელთათმანები,
    ფეხსაცმლის ჩასაფენები, საბურავები და რეზინის სხვა საგნები. დღეისათვის მერკაპრობენზოთიაზოლი კანცეროგენების სიაში სიგარეტს მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩება.
    24 ნახვა
    Загрузка...
    გუშინ, 09:05
    Загрузка...
    Загрузка...