TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ოცნების" დეპუტატი: "ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ სწორი მიმართულებით ბორძიკებს"
  • "ოცნების" დეპუტატი: "ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ სწორი მიმართულებით ბორძიკებს"

    "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ სიმონ ნოზაძის თქმით, NDI-ს კვლევებს ანგარიშს უწევს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომელი ორგანიზაცია ატარებს ამ კვლევებს და რა ფორმულირებით უსვამენ კითხვებს რესპონდენტებს.
    “მოდით, მე ჩემ აზრს ასე დავაფიქსირებ: ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით და მე სხვა გამოსავალს, სხვა ხელისუფლებას, რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, დემოკრატიულობას უზრუნველყოფდა… ჯერჯერობით ამის მონახაზი არ არსებობს.

    იმ ოპოზიციურ-პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, მე სხვა ძალას ვერ ვხედავ და გაერთიანებული ოპოზიციაც პირობითია, მათ საქართველოში ლიდერი არ ჰყავთ. მათი ლიდერი არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი” ,- ამბობს ნოზაძე.


    წყარო:newposts.ge
    67 ნახვა
    16-01-2020, 09:06