X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
მეცნიერები სექსისთვის საუკეთესო დროდ 05:48 საათს მიიჩნევენ
  • მეცნიერები სექსისთვის საუკეთესო დროდ 05:48 საათს მიიჩნევენ

    როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას სექსისგან წყვილები ტესტოსტრონის პიკოვანი მაჩვენებლის პერიოდში იღებდნენ.

    ოთახის განათების მატება ასტიმულირებს ჰიპოთალამუსის ფუნქციობას, შესაბამისად, ნიშანი ეძლევა ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების დამატებით გამოყოფას. გამთენიისას ტესტოსტერონის დონე სისხლში 25-50 %-ით მომატებულია, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება დილის ერექციაც მამაკაცებთან. ის დაახლოებით 05:48 საათისთვის ხდება.

    ტესტოსტერონის გამომუშავებიდან
    დაახლოებით ერთ საათში მისი დონე მინიმუმამდე ეცემა. ამიტომაც ჰარვარდელი მეცნიერები დამატებით ფიზიკურ დატვირთვებს სახიფათოდ მიიჩნევენ. მამაკაცებს ურჩევენ დილით ადრე სირბილისგან თავი შეიკავონ, მით უფრო, რომ მედიკოსები გულის შეტევების რიცხვს ყველაზე ხშირად 06:53 დროისთვის აფიქსირებენ.
    31 ნახვა
    Загрузка...
    გუშინ, 09:07
    Загрузка...
    Загрузка...