TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
რატომ არ შეიძლება ძალიან ხშირად სექსი
  • რატომ არ შეიძლება ძალიან ხშირად სექსი

    ბევრს მიაჩნია, რომ პარტნიორებს რაც უფრო ხშირად აქვთ სექსი, უკეთესია. თუმცა, ახალი კვლევის მონაცემების თანახმად, ეს ასე არაა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირი სექსი უარყოფითად მოქმედებს სექსუალური დაკმაყოფილების დონეზე. მეცნიერების აზრით, კვირაში ერთხელ სქესობრივი აქტი საკმარისია. ამასთან, დაგეგმილი სქესი სჯობს სპონტანურს. ძალიან ხშირი სქესობრივი კონტაქტი ურთიერთობას მძაფრ შეგრძნებებს აცლის, სწორედ ამიტომ ქვეითდება სექსუალური დაკმაყოფილების ხარისხი.

    სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ სექსის ხარისხი არაა მის ხანგრძლივობაზე დამოკიდებული. უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრეატიულობა და პარტნიორებს შორის ურთიერთგაგება. სწორედ ამიტომ, ასაკთან ერთად ინტიმური ცხოვრების ხარისხი
    იზრდება. გამოკითხულთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი შესაფერისი პარტნიორის პოვნაა.
    130 ნახვა
    16-01-2020, 09:09