X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ასაკში სქესობრივი აქტის ხარისხი უფრო მაღალია
  • ასაკში სქესობრივი აქტის ხარისხი უფრო მაღალია

    ბევრი ახალგაზრდის აზრით, ასაკში სექსი, ინტიმური სფეროს სხვადასხვა პრობლემის გამო, მოსაწყენი ხდება. მაგრამ მინესოტას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს მხოლოდ მითია. ხანდაზმულ ადამიანებს სქესობრივი აქტის ხარისხი უფრო აღელვებთ, ვიდრე მისი რაოდენობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ინტიმურ ცხოვრებაზე.

    კვლევის მონაცემების მიხედვით, მდიდარი გამოცდილება ხანდაზმულ ადამიანებს ექსპერიმენტირებისა და საკუთარი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ასაკთან ერთად ადამიანი იძენს „სექსუალურ სიბრძნეს“, რომელიც მას სქესობრივი აქტის ხარისხზე ფოკუსირებას აიძულებს და აღარ ფიქრობს მის ხანგრძლივობასა და რაოდენობაზე.

    ხანდაზმული ადამიანები, ახალგაზრდებთან შედარებით, მეტ ყურადღებას უთმობენ პარტნიორის
    გრძნობებს და არარეალური მოლოდინებიც ნაკლებად აქვთ. ერექციული დისფუნქციაც ხანდაზმულებში მოსალოდნელზე ნაკლებადაა გავრცელებული.

    სპეციალისტების აზრით, აქტიური სექსუალური ცხოვრება ორგანიზმს მთელი რიგი პრობლემებისგან იცავს.
    126 ნახვა
    Загрузка...
    გუშინ, 09:11
    Загрузка...
    Загрузка...