თეგებით ძიება
20. 01. 2020 News-ები

აზიის კონტინენტს მომაკვდინებელი ეპიდემია ებრძვის- ჩინეთში "კორონავირუსის" 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში „კორონავირუსის“ ახალი ტალღის შედეგად პნევმონიის 139 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც აღნიშნული დაავადებით მესამე ჩინელი გარდაიცვალა. ამის შესახებ წერს CNN-ი.

ჯანმრთელობის დაცვის სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელთა განცხადებით ვირუსი უკვე გასცდა ქალაქი ვუჰანის საზღვრებს გასცდა და სხვა ქალაქებში დაფიქსირდა დაინფიცირების შემთხვევები- მათ შორის პეკინსა და შენჯენში.

ვუჰანის მუნიციპალური ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ქალაქში უკვე 136 შემთხვევა დაფიქსირდა დაფიქსირდა ვირუსის, რომლის გამოც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 33 კი ამ დრომდე მძიმედაა. მთავრობის წარმომადგენლები ეპიდემიის გავრცელების ფაქტს ვუჰანის ზღვისპროდუქტების ბაზარზე არსებულ დაინფიცირებულ თევზებს უკავშირებენ.

ეპიდემიის გავრცელების საფრთხის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული გაფრთხილების შემდეგ, აშშ-მა და აზიის უმეტესობა ქვეყნებმა, მათ შორის ტაილანდმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა და მალაიზიამ ვუჰანიდან ჩასული მგზავრების აეროპორტში შემოწმება დაიწყეს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა