თეგებით ძიება
20. 01. 2020 News-ები

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

პაციენტს სხეულის 50% აქვს დამწვარი.

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი დავლიანიძის თქმით, პაციენტს სხეულის 50% აქვს დამწვარი.

„პაციენტი ბათუმიდან სასწრაფო გადაუდებელმა დახმარებამ გადმოიყვანა და ამჟამად მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში გადის. მისი მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს სხეულის 50% აქვს დამწვარი. იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება.მას სპეციფიური ანტიშოკური თერაპია უტარდება“,-განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ხოლო მათი შვილი 31 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა