თეგებით ძიება
20. 01. 2020 News-ები

იტალიის სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება - საქართველოს საგარეო უწყებაში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

„შეხვედრაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოხატეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით. ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება. თავის მხრივ, იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიური სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების თაობაზე“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მომხდარის თაობაზე ასევე დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა