თეგებით ძიება
21. 01. 2020 News-ები

"მოველი, რომ ითანამშრომლებთ გამოძიებასთან... იმდენად ავღელდი, დეესკალაციის ოთახში მოთავსება მჭირდება" - წულუკიანი ომბუდსმენს პასუხობს

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ეს ანგარიში პროკურატურაშის გადაგზავნილი და სახალხო დამცველს მოუწოდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის უმწვავეს ანგარიშს პარლამენტშივე, ტრიბუნიდან გამოეხმაურა და სახალხო დამცველსა და მის თანამშრომლებს არაპროფესიონალები უწოდა:
"ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმდენი რამ, რომ თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება”, - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ეს ანგარიში პროკურატურაშის გადაგზავნილი და სახალხო დამცველს მოუწოდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან:

"მოველი, რომ ითანამშრომლებთ გამოძიებასთან..."- მიმართა წულიკოანმა ლომჯარიას.

"თქვენი მთავარი მეთოდი, ქალბატონო ნინო, ვერ იქნება ომერტა. იმიტომ რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი და შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში თქვენ ან თქვენს თანამშრომლებს, ვინც ეს ანგარიში შეადგინა, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, დაასახელოთ ე.წ მაყურებელი პატიმარი, გვარი სახელი, ვინ ვის მოსთხოვა, იმიტომ რომ თქვენ გარჩევებსაც აღწერთ. თუ აღწერთ, ე.ი შეესწარით ან თუ არ შეესწარით, ე.ი ვიღაცამ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული, ამიტომ მე მოველი, რომ ითანამშრომლებთ გამოძიებასთან", - თქვა თეა წულუკიანმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა