თეგებით ძიება
21. 01. 2020 News-ები

რამდენ კვერცხუჯრედს შეიცავს ქალის ორგანიზმი

კვერცხუჯრედები საკვერცხეების ფოლიკულებში წარმოიქმნება და ფორმირების პროცესს გოგონებთან მუცლადყოფნის პერიოდის მე-11-12 კვირას იწყებს.

დაბადების მომენტისათვის კვერცხუჯრედების რაოდენობა 6-7 მილიონიდან 1-2 მილიონამდე იკლებს. პირველი მენსტრუაციის მომენტისათვის კი მათი რაოდენობა 250-400 ათასს შეადგენს.
მამაკაცებისაგან განსხვავებით, რომლებსაც სასქესო უჯრედები (სპერმატოზოიდები) სქესობრივი სიმწიფის პერიოდში მუდმივად წარმოექმნებათ, კვერცხუჯრედების რაოდენობა ქალებთან შევსებას არ განიცდის.

ასაკთან ერთად ფოლიკულების განლევის პროცესი სულ უფრო ძლიერდება. მენოპაუზის დაწყების მომენტისათვის კვერცხუჯრედების რაოდენობა დაახლოებით 1000 შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვერცხუჯრედების რაოდენობა ინდივიდუალურია. ოვარიული მარაგი ანუ კვერცხუჯრედების რაოდენობა გინეკოლოგიური გამოკვლევით შეიძლება განისაზღვროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა