თეგებით ძიება
21. 01. 2020 News-ები

წითელი ღვინის კომპონენტებს ჰორმონული ბალანსის აღდგენის უნარი აქვს

საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის ძირითადი სიმპტომებია არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ქალის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე და საკვერცხის პოლიკისტოზი. ამ დროს ასევე იზრდება ინსულინის დონეც. სინდრომმა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, წონის მატება, სხეულზე გამონაყარი და არასასურველი თმა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები შეეცადნენ გამოერკვიათ საკვერცხის პოლიკისტოზის დროს ეფექტურია თუ არა რესვერატროლი (ანტიოქსიდანტი, რომელსაც შეიცავს წითელი ღვინო, ყურძენი, ჟოლო და არაქისი).
კვლევაში მონაწილოებდა საკვერცხის პოლიკისტზის სინდრომის დიაგნოზის მქონე 30 ქალი. იმ მოხალისეებს, რომლებიც რესვერატროლს იღებდნენ ყოველდღიურად, ტესტოსტერონის და დეჰიდროეპიანდროსტერონის დონე დაუქვეითდათ.

გარდა ამისა, წითელი ღვინის კომპონენტი დიაბეტის
რისკს ამცირებს. მეცნიერები რესვერატროლის მოქმედების მექანიზმის გარკვევას ცდილობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ რესვერატროლი ბლოკავს სპეციფიურ ფერმენტულ აქტივობას ან თრგუნავს ენდოკრინულ უჯრედებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა