თეგებით ძიება
21. 01. 2020 News-ები

ლომჯარია წულუკიანს: პოლიტიკურ ჭრილში გადაგყავთ დისკუსია... მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, ომბუდსმენი რას და როდის გააკეთებს

პარლამენტში კამათი და დაძაბულობა გრძელდება - ნინო ლომჯარიამ თეა წულუკიანის კრიტიკის პასუხად თქვა, რომ სახალხო დამცველმა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებმა მინისტრზე უკეთ იციან, როდის უნდა შევიდეს ციხეში უშუალოდ სახალხო დამცველი და როდის - საერთოდ არ უნდა შევიდეს.
"რაც შეეხება იმ საკითხს, სახალხო დამცველი სად შევა, ვის შეხვდება, როდის შევა, როდის არ შევა, ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება. მე მივესალმები იმას, რომ მაღალი ინტერესი გაქვთ ჩემი საქმიანობის, ჩემი გადაადგილების მიმართ, თუმცა, ქალბატონო თეა, გეტყვით, რომ ციხეებთან უშუალო ურთიერთობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სახალხო დამცველს დაახლოებით 20-წლიანი და ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცით, როდის უნდა შევიდეს ციხეში უშუალოდ სახალხო დამცველი, რა შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ამას აქვს თავისი მიზნები და ახსნა. თუ სურვილი გექნებათ, შეგვიძლია, არასაჯარო ფორმატში მოგახსენოთ, რას ეფუძნება ჩვენი მეთოდოლოგია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მინისტრის გადასაწყვეტი არ არის, სახალხო დამცველი რას და როდის აკეთებს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომპეტენტური, არგუმენტირებული დასკვნები", - თქვა ნინო ლომჯარიამ წულუკიანის საპასუხოდ და დასძინა, რომ იუსტიციის მინისტრმა დისკუსია პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა.

"ჩემი განწყობა არ ყოფილა, პოლიტიკურ დისკუსიაში შემოვსულიყავი თქვენთან და არც ვაპირებ ამას. სამწუხაროდ, თქვენ გადაიტანეთ ეს პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში. ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა მე, თქვენი თავის შესახებ ისაუბრეთ. თუმცა, თქვენი პიროვნება არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები, ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ, ამ ტიპის დისკუსიაში შემოვიდე თქვენთან. როდის გამოვაქვეყნებ ანგარიშს, არ არის დამოკიდებული იმაზე, მინისტრი თქვენ იქნებით თუ სხვა",- თქვა ომბუდსმენმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა