თეგებით ძიება
21. 01. 2020 News-ები

რძე და მისი ნაწარმი ბევრი დაავადების პროფილაქტიკური საშუალებაა

ესპანელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით აჩვენეს (კონკრეტულად 14 კვლევის მეტაანალიზი ჩაატარეს), რომ დაბალი ცხიმიანობის რძისა და მისი ნაწარმის ზომიერი მომხმარება არაერთი დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ რძე თავისთავად მეტად სასარგებლო პროდუქტია, ბუნების მიერ შექმნილი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ის ბავშვთა კვების შეუცვლელი პროდუქტია.

მთელ მსოფლიოში გამოიყენება, როგორც სრულფასოვანი ცილისა და მრავალი ბიოლოგიურად აქტიური შენაერთის წყარო. რძე კალციუმის უნივერსალური წყაროცაა, აქედან გამომდინარე საგრძნობლად ამცირებს ძვლების მოტეხილობათა რისკს.

განსაკუთრებული ეფექტი აქვს მაწონსა და ჩუმამაწონს; დაბალი ცხიმიანობის ეს პროდუქტები, რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში ამცირებს მეტაბოლური
სინდრომისა და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. გარდა ამისა, რძის ნაწარმის მოყვარულებს იშვიათად უვითარდებათ კოლორექტალური და შარდის ბუშტის კიბო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა