თეგებით ძიება
21. 01. 2020 News-ები

როდის და რატომ ტირიან მამაკაცები

ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

კაცები ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას ისევე განიცდიან, როგორც ქალები, უბრალოდ, ემოციათა გამოხატვის ფორმაა განსხვავებული. შესაძლოა მათი განცდა უფრო ღრმა და ხანგრძლივიც კი იყოს.

რატომ ტირიან მამაკაცები?

ბედნიერება, განშორება, სიკვდილი - ის მიზეზებია, რომლებმაც შეიძლება მამაკაცი
აატიროს.

მამაკაცის ცრემლებს, გამოუთქმელი სიმძიმისა და უღონობის გამო, ხშირად დამდნარ ტყვიასაც ადარებენ. ცხოვრებისეული სტრესები დაღად აჩნდება კაცის სულს, ამის შედეგია ხშირი ინფარქტები, ინსულტები თუ სხვა მძიმე დაავადებები.

რეალურად კი ყველას აქვს ემოციისა თუ გრძნობის გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც ცრემლებით. თუმცა მამაკაცებს ბავშვობიდან აჩვევენ თავშეკავებას მათი ვაჟკაცობისდასტურად, რაც ბუნებრივად გულისხმობს ცრემლის შეკავებასაც.

აცრემლებული კაცისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალის მხარდაჭერას: წარმოუდგენელია დაცინვა და საყვედური. გულწრფელი თანადგომა და სიყვარული ნებისმიერი მიზეზით თვალსმომდგარ ცრემლს შეაშრობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა