თეგებით ძიება
21. 01. 2020 News-ები

როგორი უნდა იყოს მამაკაცი ოჯახში

ქორწინების შემდეგ ადამიანთა ფსიქოლოგია იცვლება. დაქორწინებული მამაკაცის ქცევა განსხვავდება უცოლოსაგან, რაც სავსებით ლოგიკურია. ოჯახური ცხოვრება ცვლის ჩვევებს, გატაცებებს, ცხოვრების წესს, პრიორიტეტებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქორწინების თანმხლებ სტრესზე. ოჯახური ბედნიერებისა და იდილიის შექმნაში კაცის როლი განუზომლად დიდია.

დაქორწინების შემდეგ ცოლს ისევე უნდა მოეპყროს კაცი, როგორც შეუღლებამდე. ქალს ყოველთვის სჭირდება მამაკაცის მზრუნველობა.


დაოჯახებულ კაცებს კი ხშირად სხვა ქალებისკენ გაურბ­ით თვალი. ქმარმა ცოლს არ­­ა­ფრით უნდა აგრძნობინოს, რომ სხვა ქალი უფრო მიმზიდველი, ლამაზი და საინტერესოა. ქალს ისედაც მშვენივრად ესმის, რომ მჯობნის მჯობნი არ დაილევა,
მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოს, ქმრისთვის სწორედ ის არის საუკეთესო. ამიტომ მამაკაცს მეუღლისადმი დიდი ტაქტი და სიყვარული მართებს შინ თუ გარეთ.

ბევრი კაცი არასათანადო ყურადღებას უთმობს ცოლს ოჯახს მიღმა, ქალი კი ამას ქმრის გულგრილობად აღიქვამს და სათანადო გულგრილობითვე პასუხობს. ეს დამოკიდებულება მეუღლეების სექსუალურ ურთიერთობებშიც ნეგატიურად ვლი­ნდება:იწვევს ქალის ფრიგიდულობას, რაც, უპირველესად, მამაკაცისთვისაა არახელსაყრელი. ამიტომ, ქმარი ყოველთვის უნდა ინტერესდებოდეს ცოლის ცხოვრებით, სამსახურში მისი მიღწევებით, კოლექტივის სიახლეებით. მეუღლეებს ერთმანეთის წარმატება უნდა ახარებდეთ, მძიმე პერიოდში კი ერთურთი უნდა გაამხნევონ.

ზოგიერთი მამაკაცის აზრით, საშინაო საქმეები მხოლოდ ქალის ვალდებულებაა. ადრე ასეც იყო. მამაკაცი ოჯახს მა­ტერიალურით უზრუნველყოფდა, ქალი კი მეურნეობას უძღვებოდა. ახლა ქალი კაცივითაც შრომობს, ამავდროულად, საშინაო საქმეებიცა და ბავშვების აღზრდაც ისევ მის კისერზე რჩება. ასეთ დროს ქმრის დახმარება აუცილებელია, ამით კაცი ამტკიცებს, რომ უყვარს, აფასებს და ზოგავს ცოლს. სხვაგვარად, ქალი ყოველთვის დაღლილი და უხასიათო იქნება, რაც ოჯახური კონფლიქტის სათავედ იქცევა, ქალი კი, თავის მხრივ, დაკარგავს მიმზიდველობას და სწრაფად დაბერდება.

ცხადია, ცოლს უნდა დაეთმოს მეურნეობის გაძღოლის უფლება და კაცი დაეხმაროს ამაში, მაგრამ არის სფეროები, სადაც მამაკაცს აქტიურობა მოეთხოვება. ასეთია, მაგალითად, ბავშვების აღზრდა. მამის ჩართულობა აღმზრდელობით პროცესში ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ერთობლივად უნდა გადაიჭრას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, მანქანის ან ბინის შეძენა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სხვადასხვაგვარი გარიგება და ა.შ. და ასეთ დროს მამაკაცის აზრი გადამწყვეტიც კი უნდა იყოს.

დაქორწინების შემდეგ უპრობლემო ცხოვრება ძალზე იშვიათია, თუმცა ქალსა და კაცს თავადვე შეუძლიათ კონფლიქტური სიტუაციების შემცირება და აღმოფხვრა. ოჯახურ სირთულეებს ყვირილითა და შეურაცხყოფით გაუმკლავდებით თუ თანხმობითა და სიყვარულით, ეს თქვენი არჩევანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა