თეგებით ძიება
22. 01. 2020 News-ები

კონგრესმენი კინზინგერი თვითონ არის მაჟორიტარი - დიმიტრი ხუნდაძე

ევროპარლამენტში გამოთქმულ კრიტიკაზე ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება “მიშას ტექსტების მწერალმა” რაფაელ გლუქსმანმა გააკრიტიკა.
"ქართული ოცნების" წევრის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობს გამო “თითო-ოროლა” კონგრესმენები და ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ.
მისი თქმით, აშშ-ს ოფიციალური პოზიცია არ არის პროპორციული სისტემის შემოღება საქართველოში.

რაც შეეხება ევროპარლამენტში გამოთქმულ კრიტიკას ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება “მიშას ტექსტების მწერალმა” რაფაელ გლუქსმანმა გააკრიტიკა.

“ჩვენ ყველას უნდა მოვუსმინოთ, იმ კონგრესმენებსაც, რომლებიც, არ უნდა გამოვრციხოთ, რომ შესაძლოა ცდებოდნენ. ამის მაგალითიც გვაქვს გახსოვთ, “იმედში” შეჭრა და შემდეგ განვითარებული მოვლენები განვითარდა, შემდეგ რამდენიმე კონგრესმენი გამოვიდა და თქვა, რომ მესაკუთრეს წაართვეს “იმედის” ტელეკომპანია და მერე თვითონ მოიხადეს ბოდიში, როცა ობიექტურ მესაკუთრეს -პატარკაციშვილს გადაეცა. თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, რომელიმე კონგრესმენს ჰქონდეს პირადი ინტერესი.

მაგალითად, ამერიკელი კონგრესმენი მალენი არის “ფრონტერას” ლობისტი და სწორედ იმ კონგრესმენთა რიგებშია, რომლებიც დღეს ასე თუ ისე ახორციელებს ინფორმაციულ ზეწოლას ჩვენზე. ასევე, კონგრესმენი კინზინგერი, რომელიც თვითონ არის მაჟორიტარი და არცერთი განცხადება არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ, ჩემი თანამომხრეები ამერიკულ საარჩევნო სისტემას ვთავაზობთ და დემოკრატულად აღიარებს პროპორციულ სისტემას, თითქოს არადემოკრატულია მაჟორიტარული სისტემა და თვითონ არის მაჟორიტარი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “ტვ პირველის” ეთერში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა